4:27 PM
უკრაინის რადამ ზელენსკის "გამარჯვების გეგმა"-ს მხარი დაუჭირა — რა წერია გეგმაში / ukrainis radam zelenskis "gamarjvebis gegma"-s mkhari dauc
www.auf.ge -

დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ "გამარჯვების გეგმას", რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ წარადგინა, ერთხმად მხარი დაუჭირა.

"უმაღლესმა რადამ უკრაინის გამარჯვების გეგმა მიიღო. უკრაინის პარლამენტი ზელენსკის მიერ წარდგენილ გეგმას მხარს უჭერს. რადა სრულად ჩართული იქნება გამარჯვების გეგმის განხორციელებაში", — განაცხადა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა.

უკრაინის გამარჯვების გეგმა მოიცავს 5 ძირითად პუნქტს და 3 საიდუმლო დანართს:

1. დაუყოვნებლივ უკრაინის გაწევრიანება NATO-ში.

2. უკრაინისთვის გადაცემული დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლება; უკრაინის სამხედრო ოპერაციის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა; პარტნიორებთან ერთად უკრაინის ცის დაცვა რუსული დრონებისგან; დასავლურ სადაზვერვო ინფორმაციებთან წვდომა; შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიღება.

3. უკრაინის ტერიტორიაზე არაბირთვული სტრატეგიული იარაღის განთავსება, რომელიც გამოყენებული იქნება მომავალში, რუსეთიდან წამოსული ნებისმიერი სახის საფრთხისგან დასაცავად;

4. უკრაინის ეკონომიკის და სამხედრო წარმოების მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების პარალელურად.

5. უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გამოყენებას NATO-სა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ზელენსკი ამბობს, რომ პირველი 4 პუნქტი უნდა განხორციელდეს ომის დროს, მეხუთე კი ომის შემდეგ




ნანახია: 19 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: gamarjvebis gegma, ukraine rada, ზელენსკი, გამარჯვების გეგმა, zelenski, ua, უკრაინის რადა, NATO, ukrainis rada, გამარჯვება, Ukraina, volodimir zelenski, ნატო, რუსეთი, Zelensky, უკრაინა, ვოლოდიმირ ზელენსკი, Ukraine | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]