2:53 PM TABU92 — Street Art & Graffiti ( Part 21 ) / გრაფიტისა და ქუჩის მხატვრობის საოცარი ოცდამეერთე ნაწილი ტაბუსგან, სახლიდან გასვლა ... | ||||||||||||
ეს არის ჩემი ქუჩის მხატვრობისა და გრაფიტის ოცდამეერთე ნაწილის ვიდეო, რომელიც იწყება სახლიდან გასვლით, სადაც სწრაფად გადავატარებ მობილურის კამერას ერთ კედელზე ჩამოკიდებულ ჩემს რამოდენიმე ტილოზე ნახატს, შუაშია, როგორ თეგები, ისე საპროტესტო, ლამაზი, საინტერესო ნახატებიც და ბოლოში სრულდება ასევე ასწრაფებულად ჩემს ერთ ტილოზე ხატვის პროცესით. საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა, აწი მოვამრავლებ, როგორც ქუჩაში უკანონოდ დახატულ არტებს, ასევე ტილოზეც, რადგან მინდა შემოვუბრუნდე მასაც. ამ ნაწილში ბათუმი აღარაა, მხოლოდ რუსთავისა და თბილისის კედლებს ვკვებავ ხარისხიანი საღებავით.
subscribe this channel — @NikalaArt
პ.ს. — მალე გამოვა ჩემი მესამე ჰიპ-ჰოპ ტრეკი, რომელიც იქნება გრაფიტზე, სთრით არტზე, ჩემს სხვადასხვა მოსაზრებებსა და პროტესტის ტალღაზეც, რომელიც ამჯერად ეხება შუქრუთელებს, რომლებსაც გავიგე რომ ერთეულებს იმისთვის რომ ჩაეცხროთ სხვა ხალხისთვის ხმა, ერთი-ორს შესთავაზეს თანხა ბინების სანაცვლოდ და დაითანხმეს და იქ ისინი დგანან, ვინც რეალურად არავინ არაფერი მისცა, შიმშილობენ თვეზე მეტი, სრული საშინელება, ყოველ დღეს სასწრაფოს მიჰყავს ხალხი, ასევე საქართველოში ყველაზე დიდი კომპანიის ევოლუშენის ყველაზე ვირთხა დამსაქმებლისა და მათი მჩაგვრელი პოლიტიკის, ასევე ერთუჯრედიანი კუნთიანი ტიპების აყვანით რომ აშინებენ ნებისმიერ რამეზე რომ ძალადობაზე გადმოდიან და ა.შ.. აქაც უნდა მოგებით დამთავრდეს, რომ შემდეგ ნებისმიერ მცირე ადგილებში მოგვარდეს რომ არ იყოს ჩაგვრა, დამცირება, დაცინვა და სუფევდეს პატივისცემა, დაფასება, ნდობა და პასუხისმგებლობა ორივე მხრიდან. მოკლედ, დაახლოებით ერთ კვირაში შემოგთავაზებთ ჩემს მესამე ტრეკს და ახლა კი ვემზადები მეოთხეს შესაქმნელად რადგან იდეები უამრავი მაქვს..
|
|