3:11 PM
აღმოაჩინეს 237 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი, რომელსაც დინოზავრების ისტორიის გადაწერა შეუძლია
www.auf.ge -
ბრაზილიელმა მკვლევრებმა 237 მილიონი წლის რეპტილიის ნამარხი აღმოაჩინეს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არსება დინოზავრის წინამორბედია, თუმცა ზომაში მხოლოდ პატარა ძაღლის ხელაა.

საუბარია სილეზაურიდების ახალ სახეობაზე, რომელიც გვიანი ტრიასული პერიოდის გადაშენებულთა ოჯახს მიეკუთვნება.

როგორც ჟურნალ Nature-ის წინა კვლევაშია აღნიშნული, ცხოველების ეს ჯგუფი დინოზავრების უძველესი წინაპრებს მოიცავს. თუმცა, უშუალოდ ამ არსებებისა და დინოზავრების გადაკვეთის კვალი ძალიან ბლარია.

და, აი, ახლა მკვლევრებმა დინოზავრების უშუალო წინაპარს მიაკვლიეს.

არიან თუ არა ისინი დინოზავრები, დებატების საგნად რჩება, მაგრამ კვლევის ავტორები თვლიან, რომ ამ ნამარხს დინოზავრების ისტორიის გადაწერა შეუძლია. მეტიც, ამას თავად ფრინველების ევოლუციაზეც ბევრის თქმა შეუძლია.

პალეონტოლოგმა როდრიგო ტემპ მიულერმა ბრაზილიის სამხრეთით Gondwanax paraisensi 2015 წელს აღმოაჩინა. ეს არსება მაშინ ცხოვრობდა, როდესაც ძუძუმწოვრები და დინოზავრები ყალიბდებოდნენ. მიუხედავად 2015 წლის აღმოჩენისა, ამ მიმართულებით კვლევა მხოლოდ 2021 წელს დაიწყო.

მკვლევრების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს არსება ერთ-ერთი უძველესი დინოზავრია. როგორც ჩანს, მას რამდენიმე შესანიშნავი ანატომიური მახასიათებელი ჰქონდა. სწორედ ამ მახასიათებლების შესწავლა სურთ ახლა მეცნიერებს.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ დინოზავრებისა და პტეროზავრების წინამორბედები ბევრად უფრო მრავალფეროვანი არსებები იყვნენ, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. ცნობისთვის, პტეროზავრები ძირითადად მფრინავი ქვეწარმავლები იყვნენ. ეს სახეობა უშუალოდ არქოზავრების ევოლუციაზე მეტყველებს, რადგან კონკრეტული ჯგუფი მოიცავს როგორც ქვეწარმავლებს, ისე ფრინველებს.

კვლევის ავტორების თქმით, გადამწყვეტია ამ არსების ანატომიის, ბიოლოგიისა და ევოლუციის უკეთ გაგება.


ნანახია: 21 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: dinozavrebis evolucia, დინოზავრი, დინოზავრების ევოლუცია, არქეოლოგია, Interesting Engineering, დინოზავრები, dinozavri, ევოლუცია, evolucia, Gondwanax paraisensi, Evolution, nature, Dinosaur, archeology, ბუნება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]