2:56 PM
Bloomberg: 2017-დან 2020 წლებში რუსეთის დაზვერვამ მთელი საქართველო დაჰაკა
www.auf.ge -

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსი ჯაშუშები საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მსხვილ კომპანიებს აკვირდებოდნენ და კრიტიკული ინფრასტრუქტურის პოტენციური საბოტაჟისთვის აგროვებდნენ ინფორმაციას.

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ 2017-დან 2020 წლამდე პერიოდში რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ეროვნულ ბანკისა და ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო საკვანძო პროვაიდერების სისტემებში შეაღწიეს.

რუსულ დაზვერვას 2017-2020 წლებში ჰქონდა წვდომა ასევე — ქართულ ელექტროენერგიის კომპანიებთან, ნავთობტერმინალებთან, მედია პლატფორმებთან და სამთავრობო უწყებებთან

რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) დაკავშირებულმა ჰაკერების ჯგუფმა ჩაატარა ერთთვიანი ფარული ოპერაცია, შეაღწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტებში და მოიპოვა საქართველოს საელჩოების მონაცემები მთელი მსოფლიოდან, ნათქვამია ერთ-ერთ დოკუმენტში.

Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროზე თვალთვალის ოპერაცია ჩაატარა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Turla, რომელზეც ადრე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ის ნაწილია FSB-ის განყოფილების სახელად ცენტრი 16. ის მუშაობს რუსეთის ქალაქ რიაზანში. ჯგუფს 2004 წლიდან ათეულობით ქვეყანაში აქვს ჩატარებული დახვეწილი ჰაკერული თავდასხმები.




ნანახია: 14 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: hakerebi, Hakeri, hacker, radio tavisupleba, საქართველო, FSB, რადიო თავისუფლება, radio tavisufleba, რუსეთი, sakartvelo, ნავთობტერმინალი, ჰაკერები, Georgia, russia, ruseti, turla, Bloomberg, ბლუმბერგი, Hackers, მედია პლატფორმა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]