3:05 PM
დაპირების მიუხედავად, რუსეთმა არ დააბრუნა რუსეთში ტყვეობაში გარდაცვლილი უკრაინელი ჟურნალისტის ცხედარი
www.auf.ge -
რუსეთში ტყვეობაში გარდაცვლილი უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა

მიუხედავად დაპირებისა, რუსეთმა არ დააბრუნა სამშობლოში უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას ცხედარი, იტყობინება უფლებადამცავი ჯგუფი.

როშჩინა რუსეთში გარდაიცვალა ტყვეობაში ყოფნისას.

პიოტრ რაცენკო, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის ცენტრის წარმომადგენელი, იტყობინება, რომ როშჩინას ცხედარი გვამების მასშტაბური გაცვლისას უნდა დაებრუნებინათ უკრაინაში, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წერილით აუწყა მის მამას.

არ არის გარკვეული, რატომ არ მოხვდა როშჩინას ცხედარი 18 ოქტომბრის გაცვლაში.

რაცენკოს თქმით, „ სამწუხაროდ, ყველაფერი დამოკიდებულია საწინააღმდეგო მხარეზე“.

მისი თქმით, როშჩინას ცხედრის სამშობლოში დაბრუნების მცდელობა დაუყოვნებლივ დაიწყო ამ თვის დასაწყისში, ანუ მას მერე, რაც დადასტურდა, რომ იგი 19 სექტემბერს გარდაიცვალა.


ნანახია: 14 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ვიქტორია როშჩინა, tkveoba, ტყვე, viqtoria roshchina, jurnalisti, Ukraina, tkve, ტყვეობა, უკრაინა, Україна, viktoria roschina, українська журналістка, ruseti, ჟურნალისტი, ukraineli jurnalisti, Вікто́рія Володи́мирівна Ро́щина, Victoria Roshchyna, ckhedari, ცხედარი, Ukraine, უკრაინელი ჟურნალისტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]