თემურ ჭყონია: მე ვირჩევ ევროპას, სტაბილურობას, კოალიციურ მმართველობას / არჩევნები 2024
"დღეს, თითოეული მოქალაქე, თითოეული ამომრჩეველი არის ქვეყნის მმართველი, სწორედ მის ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, წარმატება და იმიჯი. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს მოქალაქის არჩევანს. ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, რა ქვეყანა ვართ ჩვენ. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქე, ამომრჩეველი არის იმ თანამედროვე შეხედულების თანამოზიარე, რაც არის მსოფლიოში.
ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მომავალს, მე ვირჩევ ევროპას, ვირჩევთ სტაბილურობას, ვირჩევთ კოალიციურ მმართველობას და ახალი მმართველობის სისტემას, რაც ძალიან საინტერესოა. თუ ცვლილება არ მოხდა, ჩვენი მომავალი გაურკვეველია. დღეს ტოტალურ იზოლაციაში ვართ და რატომ გგონიათ, რომ არასწორი არჩევანის შემთხვევაში დაგველაპარაკებიან?! — ეს არა ლოგიკურია. სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოს მოქალაქეები და არა მარტო საქართველოსი"