ნანა მალაშხია: ხმა ბედნიერ საქართველოს, ცვლილებებსა და კოალიციურ მმართველობას მივეცი | archevnebi 2024 / არჩევნები 2024
ხმა ბედნიერ საქართველოს, ცვლილებებსა და კოალიციურ მმართველობას მივეცი - გავაფერადე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, — ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ისტორიული არჩევნებია.
“მაქვს პოზიტიური განწყობა — ცვლილებები არის გარდაუვალი. ისტორიული, გადამწყვეტია არჩევნებია დღეს. იღებ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას შენი ქვეყნის წინაშე. როგორც არასდროს ისე არის ევროკავშირის კარი ღია, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები და ქვეყანა დაუბრუნდება მის ევროატლანტიკურ გზაზე. დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება", — განაცხადა ნანა მალაშხიამ.