ლინას ლინკევიჩუსი: რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციები მას მეტად არწმუნებს იმაში, რომ არჩევნები გაყალბებულია.
ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და დავამატებდი — როგორც მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება. რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევია და უბრალოდ არასწორია!", — წერს ლინკევიჩუსი.