2:32 PM
მავნეა თუ არა მენსტრუაციის დროს ვარჯიში? / mavnea tu ara menstruaciis dros varjishi?
www.auf.ge -
როგორ აუმჯობესებს სპორტი მდგომარეობას მენსტრუაციის დროს?
გამოიყოფა ენდორფინები

იმის გამო, რომ ვარჯიში იწვევს ენდორფინების ბუნებრივ გამოყოფას, მას შეუძლია აამაღლოს თქვენი განწყობა და თავი უკეთ იგრძნოთ. ენდორფინები ასევე ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია: როდესაც ისინი გამოიყოფა ვარჯიშის დროს, შეიძლება აღინიშნოს არასასიამოვნო სიმპტომების შემცირება.

თავს უფრო ძლიერად გრძნობთ

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მენსტრუალური ციკლის პირველი ორი კვირის განმავლობაში (ციკლის პირველი დღე მენსტრუაციის პირველი დღეა), ქალები უფრო ძლიერად გრძნობენ თავს ქალის ჰორმონების დაბალი დონის გამო. ამიტომ, ეს ძალიან კარგი დროა სპორტისთვის.

უნდა შეცვალო თუ არა ფიზიკური დატვირთვის ტიპი მენსტრუაციის დროს?
თუ თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ განაგრძოთ რეგულარული ვარჯიში.

თუმცა, მენსტრუაციის პირველი დღეები შეიძლება იყოს მტკივნეული. განსაკუთრებით რთულია, თუ ამ დროს ძლიერი სისხლდენა გაქვთ. ამიტომ, შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ უფრო რბილ ვარჯიშებზე ან შეამციროთ ძირითადი აქტივობების ინტენსივობა, მაგალითად, სიარული ან სხვა მსუბუქი კარდიო ვარჯიში.

შეამცირეთ აერობული ვარჯიშის ინტენსივობა და რაოდენობა.

ძალისმიერი ვარჯიში - თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ძალისმიერი ვარჯიში ინტენსივობის შემცირებით.

იოგა და პილატესი - მენსტრუაციის დაწყებამდე ორი-სამი დღით ადრე შესანიშნავი დროა იოგასთვის, რომელიც დაგეხმარებათ დაასვენოთ სხეული და შეამციროთ სპაზმები, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და კუნთების დაღლილობა.

დასკვნა:

მენსტრუაციის დროს ვარჯიში არ არის საზიანო და შეიძლება სასარგებლოც კი იყოს: ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება აამაღლოს განწყობა და შეამსუბუქოს ტკივილის სიმპტომები. თუ თავს კარგად გრძნობთ, განაგრძეთ ვარჯიში. მაგრამ თუ იგრძნობთ დაღლილობას, შეგიძლიათ შეამციროთ ვარჯიშის ინტენსივობა.

ლალი ჩხიკვაძე mkurnali.ge - სთვის.


ნანახია: 45 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: RA, eqimi, woman, მედიცინა, menstruation, ვარჯიში მენსტრუაცია, როგორ, ქალი, რა, mkurnali.ge, varjishi, medicina, menstruaciuli chiqa, rchevebi, mkurnaloba, rcheva, rogor, მკურნალობა, menstruacia, Medicine, რჩევები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]