2:40 PM
რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვებში მელატონინის დანამატის გამოყენებისას / ra unda gavitvalistscinot bavshvebshi melatoninis gamokenebisas
www.auf.ge -
თუ თქვენს შვილს უჭირს დაძინება, შესაძლებელია საჭირო გახდეს მელატონინის დანამატების
გამოყენება, მაგრამ არის თუ არა მელატონინი უსაფრთხო ბავშვებისთვის?

პედიატრები და მედიცინის დოქტორები განმარტავენ, თუ როგორ მუშაობს დანამატი, განიხილავენ მის დოზებს და იმას რაც უნდა იცოდნენ მშობლებმა.

თუ ბავშვს ძილის პრობლემები აქვს, არ არის აუცილებელი მელატონი იყოს პრობლემის აღმოფხვრის პირველი საშუალება.

ბავშვის უკეთესი ძილისათვის:

ჩამოაყალიბეთ რუტინა ადრეულ ასაკში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პატარა ასაკიდანვე ბავშვს ჩამოუყალიბოთ ძილის რუტინა და ჯანსაღი ძილის ჩვევები.

უმჯობესია ძილამდე ჩამოაყალიბოთ ე.წ გარდამავალი პერიოდი, რათა დაეხმაროთ ბავშვს დამშვიდებაში და მოდუნებაში. ეს შეიძლება იყოს თბილი აბაზანა ან შხაპი ღამით, წიგნის კითხვა. ასევე მოარიდეთ ბავშვი ტექნიკას.

თუკი აუცილებელია ხდება მელატონინის მიღება, ყურადღება მიაქციეთ დოზას. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში. ხელს უწყობს დამშვიდებასა და ძილის. მელატონინის გამომუშავება თავის ტვინში( რისთვისაც საჭიროა სიბნელე). ამ დროის განმავლობაში იკლებს კორტიზოლის დონე და, შესაბამისად, დაღლილობის შეგრძნება.

ბავშვებისთვის დოზის ზოგადი სტანდარტი არის 1-დან 3 მილიგრამამდე, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ბავშვის ასაკზე იქნება დამოკიდებული. აუცილებელია ესაუბროთ თქვენს პედიატრს, რათა ბავშვისთვის მელატონინის ოპტიმალური დოზის შერჩევა მოხდეს. ძილის პრობლემების სამკურნალოდ, ჩვეულებრივ, უმჯობესია ბავშვმა მიიღოს მელატონინი ძილის წინ 30-60 წუთით ადრე.

ამასთან დარწმუნდით, რომ ნებისმიერი დანამატის ინდივიდუალური ინგრედიენტები უსაფრთხოა და არ გააჩნიათ რაიმე ტოქსიკური გვერდითი მოვლენები.

ბევრი დანამატი - განსაკუთრებით მელატონინი - არ შეიცავს მელატონინის ზუსტ რაოდენობას თითო კაფსულაში. დანამატები ზოგჯერ უფრო დაბალ, ზოგჯერ კი უფრო მეტ მელატონინს შეიცავს. ასე რომ, უმჯობესია გამოყენების წინ გადაამოწმოთ პედიატრთან.

მარიამ ფოლადაშვილი მკურნალი.ჯი - სთვის.


ნანახია: 44 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: მკურნალობა, Sleep, Children, mkurnaloba, mkurnali.ge, melatonin, eqimi, Baby, ძილი, bavshvi, dzili, პედიატრია, მკურნალი, melatonini, მელატონინი, ბავშვი, ექიმი, pediatria, Medicine, მედიცინა, kid, medicina | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]