2:47 PM
რომელი საკვები აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს / romeli sakvebi azianebs farisebr jirkvals
www.auf.ge -
ზოგიერთი საკვები აქვეითებს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთების დროს დანიშნული მედიკამენტების მოქმედებას.
ამ პრობლემის დროს, მოერიდეთ:

სწრაფ კვებას,
ტკბილეულს და შაქრიან სასმელებს (გაზიანი სასმელები, ნაყინი, კანფეტი),
შემწვარ საკვებს,
რაფინირებულ ნახშირწყლებს (თეთრი მაკარონი და პური),
მარცვლეულის პროდუქტებს გლუტენით.
მენიუში შეამცირეთ დამუშავებული საკვები და ხორცი: გაყინული მზა კერძები, ბეკონი, ძეხვი და ხორცის სხვა დელიკატესები.

ამის ნაცვლად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებმა უნდა მიირთვან:

ხილი,
ბოსტნეული,
ჯანსაღი ცხიმები (ავოკადო, ზეითუნის ზეთი),
რძის პროდუქტები,
ცხოველური ცილები (კვერცხი, ინდაური, კრევეტები),
თესლეული,
თხილეული,
პარკოსნები,
სანელებლები და სუნელები (კურკუმა, რეჰანი, როზმარინი, პაპრიკა, ზაფრანა, შავი პილპილი),
ასევე დალიონ ჩვეულებრივი და მინერალური წყალი ან უშაქრო ჩაი.

ლალი ჩხიკვაძე mkurnali.ge-სთვის.


ნანახია: 46 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ავოკადო, ნაყინი, რეჰანი, ზაფრანა, ინდაური, ბოსტნეული, mkurnali, კურკუმა, ხილი, კანფეტი, შავი პილპილი, როზმარინი, ფარისებრი ჯირკვალი, გაზიანი სასმელები, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, პაპრიკა, farisebri jirkvali, კრევეტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]