4:42 PM
გალერეაში პროტესტის ნიშნად "შიშველი ნატურის" გამოფენა გაიხსნა / galereashi protestis nishnad "shishveli naturis" gamofena gaikhsna
www.auf.ge -
გალერეამ, რომელსაც პოლიციამ, ადგილობრივების პროტესტის გამო, შიშველი ნახატის ჩამოხსნა მოსთხოვა, "შიშველი ნატურის" გამოფენა გახსნა. გამოფენაზე, სახელწოდებით Slay Hay, 30 მხატვრის ნამუშევარია წარმოდგენილი. გალერეის კედლებს ახლა შიშველი მამაკაცისა და ქალის 50 გამოსახულება ამშვენებს. მათ შორისაა შიშველი კოვბოის ნახატიც, რომლის ჩამოხსნაც პოლიციამ მოითხოვა.

ვალ ჰარისს, რომელიც The Chair Gallery-ის მფლობელია, სურს შიშველი ნახატების ნორმალიზება და ამბობს, რომ "ცოცხალი ნატურის ხატვა, ნებისმიერი მხატვრისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სისხლია". ქალბატონმა ჰარისმა გამოფენა აღწერა, როგორც ნაკლებად პროტესტი და მეტწილად საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც სიშიშვლის ნორმალიზებაში დაგვეხმარება.

"ეს უბრალოდ გვაჩვენებს, თუ რამდენად ჩაკეტილნი არიან ადამიანები. ის რომ ცნობილი მხატვარი იყოს, არა მგონია, ვინმე რამეს ეთქვა ნახატზე" — განაცხადა ჰარისმა სექტემბერში, როცა პოლიციამ 22 წლის მხატვრის პოპი ბეინჰემის ნახატის ჩამოხსნა მოსთხოვა.

მაშინ ჰარისმა უარი თქვა ნამუშევრის ჩამოხსნაზე. ამის ნაცვლად, მან ნახატის გვერდით მოათავსა ნიშანი, რომელიც მოუწოდებდა გამვლელებს ნამუშევარზე თავიანთი შეხედულებები გაეზიარებინათ ვიზიტორთა წიგნში. მოგვიანებით კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ გამოფენა მოაწყო, რომელიც 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. ჰარისი იმედოვნებს, რომ გამოფენა ყოველწლიური ღონისძიების სახეს მიიღებს.


ნანახია: 61 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: the chair gallery, შიშველი ნატურა, ბიბისი, BBC, გალერეა, slay hay, გამოფენა, shishveli natura, შიშველი კონტენტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]