6:07 PM
რა იწვევს უძილობას ორსულობისას / ra itscvevs udzilobas orsulobisas
www.auf.ge -
სრულყოფილ ძილს ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ორსულობისას ძილის დარღვევაში საგანგაშო არაფერია. მოთენთილობა და ძილიანობა იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება, რომლებიც ორსულის ორგანიზმში მიმდინარეობს, განსაკუთრებით, პირველი სამი თვის განმავლობაში. იოლად დაღლა და დაძინების დაუძლეველი სურვილი იმით არის განპირობებული, რომ ქალის ორგანიზმს ახალ, ადრინდელზე გაცილებით დაძაბულ რეჟიმში უხდება მუშაობა.

უძილობის პრობლემა მართლაც მრავალ ორსულს აქვს. მიზეზი უმეტესად საკმაოდ მოზრდილი ნაყოფია. ზოგიერთს ზურგზე წოლა უჭირს, ზოგს, გვერდზე.

ორსულებში უძილობის მიზეზები:
სუნთქვის გაძნელება - ამას ორი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი - ორსულობისას წარმოქმნილი ჰორმონები ღრმა სუნთქვას განაპირობებს, რაც უკმარისობისა და სუნთქვის გაძნელების ცრუ განცდას აჩენს, მეორე - გაზრდილი ნაყოფი დიაფრაგმას ქვემოდან აწვება და ფილტვებს საკმაო სივრცეს აღარ უტოვებს, რომ ჩასუნთქვისას თავისუფლად გაფართოვდნენ.

გულისცემის გახშირება - მეტი სისხლის გადატუმბვას მეტი ენერგია სჭირდება. გულიც ინტენსიურად მუშაობს.

შარდვის გახშირება.

გულძმარვა - მიზეზი რეფლუქსი ანუ კუჭის შიგთავსის უკანვე, საყლაპავში ამოტყორცნაა, ორსულებში უფრო მძაფრად არის გამოხატული. ამის მიზეზი, პირველ რიგში, მოდუნებული საჭმლის მომნელებელი სისტემაა, რის გამოც საკვები კუჭში გაცილებით მეტხანს ყოვნდება. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი ნაყოფის კუჭზე ზეწოლაა, რაც დაწოლისას ძლიერდება, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაზრდილი საშვილოსნო უფრო მეტად ავიწროებს შინაგან ორგანოებს.

ტკივილი ქვედა კიდურებსა და ზურგის არეში - დისკომფორტის მიზეზი უმეტესად ზედმეტი წონაა, რაც ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით, სახსრებისთვის, ერთგვარი ტვირთია. გარდა ამისა, ფეხმძიმობისას გამომუშავდება სპეციალური ჰორმონი რელაქსინი, რომელიც მყესების მოდუნებას და ორგანიზმის მშობიარობისთვის მომზადებას უწყობს ხელს.

გვერდზე წოლა მუხლებში მოხრილი ფეხებით ორსულობის პირველ ნახევარში იდეალური პოზიციაა. ზურგზე წოლისას ნაყოფი აწვება ქვედა ღრუ ვენას, რომელსაც სისხლი ქვედა კიდურებიდან გულიკენ მიაქვს. რეკომენდებულია ორსულის მარცხენა გვერდზე წოლა რათა ღვიძლზე ზეწოლა მაქსიმალურად შემცირდეს.

მშვიდი ძილისათვის:

დაძინებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები სითხე სვით, დღის პირველ ნახევარში კი საჭირო რაოდენობის სითხე მიიღეთ;
ერიდეთ კოფეინიან სასმელებს, განსაკუთრებით დრის მეორე ნახევარში;
საღამოობით სუფთა ჰაერზე ფეხით გაისეირნეთ;
ეცადეთ, საღამოობით ფიზიკურად არ გადაიტვირთოთ

მარიამ ფოლადაშვილი mkurnali.ge-სთვის


ნანახია: 79 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: მკურნალობა, udziloba, ორსული, Pregnant, orsuli, გულძმარვა, orsuli qali, orsuloba, ორსული ქალი, ორსულობა, ძილი, უძილობა, Pregnancy, მედიცინა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]