5:07 PM
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის პროტესტმა ადმინისტრაციის გაღიზიანება გამოიწვია / batumis sakhelmtsifo universitetshi st
www.auf.ge -
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუპირისპირდა. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სტუდენტების პროტესტისადმი მოწოდებამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი გააღიზიანა და სტუდენტებს ჩივილით დაემუქრა.

როგორც სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი სტუდენტი მათე ცენტერაძე NEWS.On.ge-თან საუბარში აცხადებს, სტუდენტების პროტესტი მოძრაობა მარტიანელების და მოძრაობა პერსპექტივის ორგანიზებით უნივერსიტეტში დაიწყო.

"უნივერსიტეტში დავიწყეთ პროტესტი, იმიტომ რომ ბათუმში ისტორიულად მუდამ უნივერსიტეტიდან იწყებოდა პროტესტები, გარდა ამისა უნივერსიტეტში არის მმართველი პარტიის ერთგვარი შტაბი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ქართული ოცნების მაისურით დადის და უნივერსიტეტში ცდილობს ახალგაზრდების მობილიზებას. მე მოვუწოდე სტუდენტებს მხარი დაეჭირათ ჩვენთვის. ამან გააბრაზა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი რომელმაც "ცრუ ევროპელები" გვიწოდა და ჩივილით დაგვემუქრა, დღევანდელ აქციას ატარებენ მოძრაობა "მარტიანელების" და მოძრაობა "პერსპექტივას" წევრები. სტუდენტები ვაპირებთ ერთი ქოლგის ქვეშ გავერთიანდეთ და ჩვენი საერთო სახელი იქნება "გუშაგები", — განაცხადა მათე ცენტერაძემ

ვიდეოში, რომელიც პროტესტში მონაწილე სტუდენტებმა გადაიღეს, ისმის ლევან ჯაყელის მუქარა, რომ ის პროტესტისკენ მოწოდების გამო სტუდენტებს უჩივლებს, რაზეც მათე ცენტერაძე პასუხობს, რომ უსამართლობის მთავარ მხარდამჭერ დეკანს სამართლის სწავლების უფლება არა აქვს.




ნანახია: 106 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: stscavla, archevnebi 2024, fd, batumi, ბათუმი, მარტიანელები, Protest, პერსპექტვა, სტუდენტური პროტესტი, bsu, Perspective, protesti, გაყალბებული არჩევნები, ganatleba, studenturi protesti, განათლება, marianelebi, saprotesto, gakalbebuli archevnebi, სწავლა, არჩევნები 2024, perspeqtiva | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]