6:30 PM
ისტორიაში პირველად ღეროვანი უჯრედების გადანერგვამ 3 პაციენტს მხედველობა აღუდგინა / istoriashi pirvelad gherovani ujredis gadanergvam 3 pacie
www.auf.ge -
იაპონიაში მომუშავე მეცნიერებმა დაზიანებული თვალის რქოვანას მქონე რამდენიმე ადამიანს ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, რამაც 3 მათგანს დაბინდული მხედველობა აღუდგინა. ეს პირველი ასეთი წარმატებული პრეცედენტია.

ოპერაციიდან 2 წელში რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი არ დაფიქსირებულა. სამივე პაციენტის რქოვანა ახლა ადრინდელზე ბევრად უკეთ გამოიყურება და ფუნქციონირებს. კვლევაში მონაწილეობა სულ 4-მა ადამიანმა მიიღო, რომელთაც თვალის ლიმბალური ღეროვანი უჯრედების დანაკლისი აღენიშნებოდათ.

ეს პრობლემა რქოვანას გარშემო არსებული ლიმბალური რგოლის მიმდებარედ ფიქსირდება. როგორც წესი, იქ თავმოყრილი ღეროვანი უჯრედები რქოვანას თვითაღდგენას უზრუნველყოფს, მაგრამ მათი დეფიციტისას მსგავსი პროცესი სათანადოდ ვეღარ მიმდინარეობს და მხედველობაც ეტაპობრივად ქვეითდება.

4 პაციენტის თვალის რქოვანა ტრანსპლანტაციამ და და ტრანსპლანტაციიდან 52 კვირაში.

დღესდღეობით ლიმბალური დარღვევის გამო მხედველობის დაქვეითება 12.7 მილიონ ადამიანს აწუხებს. მათგან თავიანთი მეორე თვალის რქოვანას ქსოვილის ტრანსპლანტაცია მხოლოდ 70-ში 1 ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. როცა ორივე თვალი დაზიანებულია, პაციენტებს დონორი ესაჭიროებათ, თანაც გადანერგვის შემდეგ გართულებების რისკი არსებობს.

რაც შეეხება ახალ მიღწევას, მეცნიერებმა ჯანმრთელი ადამიანების სისხლისგან მიღებული ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს. ისინი შემდეგ ლაბორატორიაში რქოვანას ეპითელური ქსოვილებით დაფარეს და პაციენტების დაზიანებული რქოვანას ზემოდან მოათავსეს. მას კონტაქტური ლინზა იცავდა.

დაახლოებით 7 თვეში ყველა პაციენტს მხედველობა გაუუმჯობესდა, მაგრამ ერთ წელში მეოთხე მათგანის, 39 წლის ქალის, მდგომარეობა ისევ გაუარესდა. მას ყველაზე მწვავე დაზიანება ჰქონდა. საუკეთესო შედეგი 1-ელმა და მე-2 ინდივიდმა მიიღო, 44 წლის ქალმა და 66 წლის კაცმა. მე-3 პაციენტსაც გაუმჯობესება დაეტყო, მაგრამ არა მათნაირი. ამის მიზეზად სხეულის იმუნურ რეაქციას ასახელებენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათი ცდის შედეგები იმედის მომცემია, მაგრამ უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში დასარწმუნებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. ახალი ნაშრომი გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.


ნანახია: 62 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ღეროვანი უჯრედები, rqovana, tvali, mkhedvelobis aghdgena, gherovani ujredebi, the lancet, თვალი, რქოვანა, მხედველობა, მხედველობის აღდგენა, mkhedveloba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]