11:36 PM
მადონამ ბრაზილიაში, კოპაკაბანას სანაპიროზე, უფასო კონცერტი გამართა / madonam braziliashi, kopakabanas sanapiroze, ufaso koncerti gamarta
www.auf.ge -
შაბათს ბრაზილიაში, კოპაკაბანას სანაპიროზე, მადონას უფასო კონცერტზე, მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მათ გაუძლეს სიცხეს, რათა პოპის დედოფლის მსოფლიო ტურის, celebration-ის, დასასრული ენახათ. ოკეანისპირა ბულვარი, რიო-დე-ჟანეიროს სახელგანთქმული პლაჟის ირგვლივ, დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანით იყო სავსე.

ბევრი იქ საათებითა და დღეებით ადრე მივიდა კარგი ადგილის დასაკავებლად. უფრო მდიდარი გულშემატკივარი კი, სანაპიროზე მდგომი ათეულობით ნავიდან უსმენდნენ მომღერალს. მეხანძრეებმა კონცერტის დაწყებამდე შეკრებილი გულშემატკივარი წყლით გააგრილეს, რადგან ტემპერატურა 30 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა. პოპის დედოფლის სცენასთან შეკრებილ გულშემატკივრებს სასმელი წყალი უფასოდ დაურიგეს. გვიან ღამით შოუს დროს ტემპერატურა დაახლოებით 27 გრადუსი იყო.

65 წლის მადონა ორ საათზე დიდი ხანი იდგა სცენაზე და ისეთი სიმღერები შეასრულა, როგორებიცაა Like a Prayer, Vogue და Express Yourself. ამ კონცერტით მომღერალმა celebration-ის ტური დაასრულა. ცნობისთვის, ტური გასული წლის ბოლოს დაიწყო.

საკონცერტო ზონის გარშემო 3000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული. ხელისუფლებამ მენეჯმენტის ის სტრატეგია გამოიყენა, რომელსაც ქალაქის ცნობილი საახალწლო კარნავალისას იყენებენ ხოლმე. ცნობისთვის, ბრაზილიის ხელისუფლებამ კონტროლი მას შემდეგ გააძლიერა, რაც ახალგაზრდა ბრაზილიელი გულშემატკივარი გასულ წელს ტეილორ სვიფტის კონცერტზე სიცხის გამო გარდაიცვალა.

რიოს შტატისა და ქალაქის მთავრობებმა განაცხადეს, რომ მათ კონცერტზე 3,9 მილიონი დოლარი დახარჯეს, დანარჩენი ნაწილი კი კერძო სპონსორებმა დააფინანსეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ კონცერტი რიოს ეკონომიკას დაახლოებით 50 მილიონი დოლარის სარგებელს მოუტანს.


ნანახია: 50 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: sieneni, Express Yourself, CNN, სიენენი, Madonna, madona's free concert, Vogue, კოპაკაბანას სანაპირო, madona, ბრაზილია, Like a Prayer, უფასო კონცერტი, koncerti. brasil, მადონა, კონცერტი, Celebration, brazilia, Brazil | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]