9:31 PM
უკრაინამ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა / ukrainam moskovze upiloto safreni aparatebit ierishi miitana
www.auf.ge -
უკრაინამ მოსკოვის ოლქზე 10 ნოემბრის დილით ათეულობით დრონით იერიში მიიტანა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, რუსეთის დედაქალაქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგად საჰაერო თავდაცვამ სულ მცირე 22 დრონი ჩამოაგდო რამენკის, დომოდედოვოს და კოლომნის თავზე. მერი ამტკიცებს, რომ დრონების სამიზნე მოსკოვი იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონის თავზე ჩამოგდებულია 70 დრონი, მათგან 34 მოსკოვის ოლქში.

მოსკოვის დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა. შემდეგ ასეთივე შეზღუდვა დაწესდა შერემეტიევოს აეროპორტში. მოგვიანებით აეროპორტებმა განაახლეს მუშაობა. ოფიციალურად მოსკოვის ოლქში ერთი დაშავებულის შესახებ იტყობინებიან.

სოციალურ ქსელებში წერენ გაჩენილი ხანძრების შესახებ. უკრაინის სამხედროებს მოსკოვის ოლქზე იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუვრცელებიათ. რუსეთის დედაქალაქის არეალი ადრეც იყო იერიშის სამიზნე, მაგრამ 10 ნოემბრის თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე მასიური იყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მოსკოვის გარდა, დროებით იერიშის სამიზნე იყო ასევე ბრიანსკის, როსტოვის, ბელგოროდის და კურსკის ოლქები.


ნანახია: 46 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: No War, სამხედრო, უკრაინა, დრონი, Ukraina, Ukraine, ომი, რუსეთი, OMI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]