ბათუმში, სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
ახალგაზრდების პროტესტი აქცია-პერფორმანსით გრძელდება. სტუდენტების მთავარი მოთხოვნა კი ხელახალი არჩევნებია.
"ჩვენი პროტესტი იქნება გრძელვადიანი და არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ
ჩვენი მოთხოვნა არ არის ცვალებადი, ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას და როგორც აქამდე ვიბრძოდით და ვაპროტესტებდით გაყალბებულ არჩევნებს და იმას რომ უნივერსიტეტი "ოცნების" შტაბად გადაიქცა, ისევ გავაპროტესტებთ და ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე", — ამბობს აქციის მონაწილე.