ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა / evroparlamentma evrokomisiis akhali shemadgenloba daamtkica
დღეს, 27 ნოემბერს, ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდი დაამტკიცეს, რომელიც 26 კომისრისგან შედგება.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა 370-მა პარლამენტმა, 282-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.
ამასთან, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა 1-ელი დეკემბრიდან ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას.
ახალ ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას დაიკავებს ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კაია კალასი. სლოვენიელი დიპლომატი, მარტა კოსი კი გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იქნება.