7:42 PM
"კოალიციამ ცვლილებისთვის" პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
www.auf.ge -
კოალიციამ ცვლილებისთვის საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა. პარლამენტში კოალიცია ცვლილებისთვის მანდატის მქონე 19-ივე წევრი მივიდა და განცხადება ინდივიდუალურად დაწერა.

"ჩვენ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ამომრჩეველმა ხმა ცვლილებისთვის მოგვცა. ერთადერთი უმთავრესი მიზეზი იყო ცვლილებები. ამიტომაც, მივიღეთ საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა საზოგადოებისგან. რასაც დღეს ვაკეთებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხალხის და ამომრჩევლის წარმომადგენლობაზე ვამბობთ უარს. არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებების მიღების მანდატზე ვამბობთ უარს. არა, პირიქით. ის გზა, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ, გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე; „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. დიახაც, ეს ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს. მეც და თავად იძულებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც, ვინც ახლა გვისმენს და ბატონი ყაველაშვილი წარუდგინეს ქვეყნის პრეზიდენტად, ისინიც კი ფიქრობენ, რომ დღეს, რაც ახლა ამ შენობაში ხდება, ეს არის საბჭოთა საქართველო. მას საერთო არ აქვს პარლამენტარიზმთან. შესაბამისად, ამ საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს. ეს არ არის მანდატი", — განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება კითხვას, რა მოლოდინი აქვს კოალიციას, გაუუქმებს თუ არა პარლამენტი მათ მანდატებს, მელიამ აღნიშნა, რომ "რეჟიმისგან არაფერს ველოდებით".

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების - კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის და ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.


ნანახია: 59 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: gvaramia, droa, მანდატები, ახალი, mandatebi, akhali, saqartvelo, საქართველოს პარლამენტი, girchi, კოალიცია ცვლილებისთვის, koalicia cvlilebistvis, დროა, გირჩი, saqartvelos parlamenti, მელია, parlamenti, Melia, გვარამია, koalicia cvlilebebistvis, sakartvelo, sakartvelos parlamenti, mandati, პარლამენტი, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]