რუსთაველი გიორგი მამისაშვილი, რომელსაც 10 ნოემბერს, საპატრიარქოსთან გზის გადაკეტვას ედავებიან, აცხადებს, რომ აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და პროტესტის მიმდინარეობის დროს, იქვე რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო როგორც გიორგი მამისაშვილის, ასევე კიდევ 10 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს.
"ვიყავი საპატრიარქოსთან, ველოდებოდი "მარშუტკას", მინდოდა სახლში წასვლა. დავაშავე, რომ საერთოდ საპატრიარქოსთან მოვხვდი? რა ვქნა. საპატრულოს იუსტიციასთან ჰქონდა გზა გადაკეტილი, თბილისის გზები ზუსტად არ ვიცი, რუსთავიდან ვარ. მიახლოება მინდოდა, მაგრამ რადგან პოლიციის თანამშრომლებმა მიმითითეს, ახლოს არ მივსულიყავი, რომ კანონდარღვევას არ ჰქონოდა ადგილი, უკან წამოვედი, სულ ეს იყო.
ფოსტის თანამშრომელმა დამირეკა, რაღაც არის გადმოსაცემიო, მეგონა „ტემუდან" იყო რაღაც დაგვიანებული. მივედი, აღმოჩნდა, რომ მაჯარიმებენ - როდის, რატომ, რისთვის, ვერ გავიგე, ვერც მოსამართლემ ამიხსნა და ვერც იმ გოგონამ, რომელიც მეორე მხარეს ზის. 43 წლის განმავლობაში კანონი არ დამირღვევია, როგორც იქნა, მივაღწიე", - განაცხადა მამისაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, გიორგი მამისაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.