ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. სიტუაცია დღევანდელ საქართველოში, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო, შეუძლებელია დარჩეს ჩვენი რეაგირების გარეშე.
ამ მოვლენების ფონზე, დღეს თვითგამოხატვაზე წინ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დგას, რომელიც აუცილებლად უნდა გასცდეს პროტესტს რუსთაველზე და გადაითარგმნოს საერთო გაფიცვაში.
ერთის მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას.
მეორეს მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
ვგმობთ მათი მხრიდან პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მოროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.
გვჯერა თქვენი და ჩვენი გამძლეობის. გვჯერა, რომ შევძლებთ დავუბრუნდეთ საქართველოს ისტორიულ, ევროატლანტიკურ გზას. გვჯერა, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ სახელოვნად.
პატივისცემით, მუსიკოსები საქართველოსთვის.
ხელმომწერთა განახლებადი სია:
ნინო ქათამაძე მწვანე ოთახი თამადა Soft Eject მაია დარსმელიძე რობი კუხიანიძე & ჯგუფი Outsider ბექა გოჩიაშვილი Bedford Falls MOKUMOKU არა Creams Mechanical Rainbow ერეკლე დეისაძე Melqo Circus Mircus LOUDspeakers SKAZZ Killages 4D Monster Lobsters მებო ნუცუბიძე ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები გამოუვალი მდგომარეობა ჯგუფი ყველა Zviad Mgebry მურმან წულაძე Anushka Chkheidze Will Kolak Tape Visitors LIOwithILA Sexy Bicycle Lua Nikala Mellow AVARA ელენე გოგოძე კოლექტივი DEENA Postalion On The Road Tanu Stibellyus ONEFORTY დავით მუნჯიშვილი NAKASHA MISHVARDI Noki Hiver Den IAMNIKITA სამართ(ლ)ებელი ინდი მეწარმეები ქაჯი თოდია ბულბულა ნიკა ჩოხელი FLOWFLOW MAGAZINE გიო რუსია პინო Echo STUTTER MVYKL TOVLY SOPO Koa mohawke Process TRIGGER Amstrd. Process Progenol Dito ნათია სართანი Nuka Gabunia Kuji Tabaghua ლაშა ნათენაძე Sophie Villy 9Rhyme ANTICS,HEYS Anman ანიჩკა სიხარულიძე David Delgma Band E Roll მარიამ კუბანსკი ხუტა სალია ლევან სიდიანი ზუკა სიმონიშვილი Tetso თამთა მანძულაშვილი პელარგონია ბარბარე გრიშაშვილი თორნიკე ჯაფიაშვილი მირანდა ნამიჭეიშვილი ზურაბ კოსტავა RTNH გიგი კობერიძე ბექა ჩხარტიშვილი “წერილი” THE WINDOW – ნინო ისაკაძე, დათო თავაძე, მარიამ წიბახაშვილი, თამარ ახალკაცი.