1:21 AM
საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ოჯახში ძალადობასა და წნეხს გამოქცეული დაღესტნელი გოგოს ადგილსამყოფელი ახლობლებს შეატყობინეს
www.auf.ge -
საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ოჯახში ძალადობასა და წნეხს გამოქცეული დაღესტნელი გოგოს ადგილსამყოფელი ახლობლებს შეატყობინეს, მათ ამ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ ჰქონდათ | SK SOS
 

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა სახლიდან გაქცეული დაღესტნელი გოგოს ადგილსამყოფელი ოჯახს შეატყობინეს - ინფორმაციას კრიზისული ჯგუფი SK SOS ტელეგრამ არხზე ავრცელებს და წერს, რომ ქართველ სამართალდამცველებს არ ჰქონდათ ამ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება. მათივე ცნობით, ზაირა პიროვა სახლიდან ძალადობას, ზეწოლასა და იძულებით გათხოვების საფრთხეს გამოექცა.

"საქმის გახსნის გარეშე პოლიციას არ ჰქონდა უფლება მესამე პირებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ზრდასრული ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ. ჩვენ არ ვიცით, რის საფუძველზე აცნობეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ზაირას ახლობლებს."- ნათქვამია კრიზისული ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ზაირამ რუსეთი დეკემბრის ბოლოს დატოვა, ერთ-ერთ ქართულ მედიაში კი გავრცელდა სტატია, რომ მას ახლობლები ეძებდნენ.

იქამდე კი გოგონამ სახლიდან გაქცევა ორჯერ სცადა, რადგან ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მის დასაცავად არაფერი გააკეთეს.

სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონამ ვლადიკავკაზის უნივერსიტეტში ჩაბარება, თუმცა ახლობლები და ოჯახი მას გათხოვებას აიძულებდნენ, რის გამოც გაქცევა გადაწყვიტა.

SK SOS-მა პიროვას ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს, რომ არ სურს სახლში დაბრუნება, რადგან საფრთხე ემუქრება და ითხოვს, რომ შეწყდეს მისი ძებნა.

 




ნანახია: 30 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: გოგონა, ვლადიკავკაზი, მილიცია, სამართალდამცველი, სამართალდამღვევი, ძალადობა, გაქცევა, საქართველო, გათხოვება, არა ძალადობას, რუსეთი, მეუღლე, მოძალადე, ზაირა, პოლიცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]