1:38 AM
უფასო სასადილოებში ერთი ადამიანის გამოკვების თანხა ისევ 1.70 ლარი იქნება | გაძვირებული ცხოვრების მიუხედავად, მერიამ ტარიფი უცვლელი დატოვა
www.auf.ge -
მაშინ, როცა "ოცნების" არალეგიტიმური პარლამენტის წევრებმა და მთავრობამ ხელფასები გაიორმაგეს, თბილისის მერი სოციალურად დაუცველების გამოკვებას იგივე ფასში აპირებს, რა ფასშიც 2 წლის წინ.

სწორედ ორი წელია უფასო სასადილოებში ერთი ადამიანისთვის გამოყოფილი თანხა 1 ლარი და 70 თეთრია. გაძვირებული პროდუქტების, ინფლაციისა და ლარის კურსის მერყეობის ფონზე კი წელს ეს თანხა დიდი ალბათობით, ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვეღარ დააკმაყოფილებს:

3 მილიონ 142 ათას ლარად გამოკვება 2023 წელს და 2025 წელსაც იგივე თანხით აპირებს რომ გამოკვებოს. ფიზიკურად ვერ მოხდება ისე, რომ 2023 წელს რა თანხაც გადაიხადეს მაგალითად, წიწიბურაში, ბრინჯში, ზეთში და ა.შ. იგივე თანხით შეძლო 2025 წელს ამ პროდუქტების შეძენა. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გაუარესდეს ხარისხი, ეს ნიშნავს, რომ ბენეფიციარი ვერ მიიღებს იმ საკვებს რა საკვებიც უნდა მიიღოს, უნდა შემცირდეს ულუფა, ბენეფიციართა რაოდენობა და საბოლოო ჯამში, ეს მომსახურება გახდება ბენეფიციარისთვის არა კარგის მომტანი, არამედ უხარისხო პროდუქტი და ეს არის კორუფციის ბუდე" ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბესიკ დონაძე.






ნანახია: 38 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: მშიერი, მშია, ქართული რუსული ოცნება, წიწიბურა, ხალხს შია, ზეთი, ულუფა, ბენეფიციარი, ბრინჯი, გვშია, დანამატი, ქოცები, ინფლაცია, მოხუცები, კორუფცია, ხელფასი, პროდუქტი, თბილისის მერია, მინიმალური ზღვარი, უფასო სასადილო, კვება, ლარი და სამოცდაათი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]