აქტივისტი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში დღესაც დააკავეს / aqtivisti mariam sichinava zugdidshi dghesav daakaves
აქტივისტი და დროას წევრი, მარიამ სიჭინავა დღეს ზუგდიდში ისევ დააკავეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, მან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი დაარღვია, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მანამდე მარიამ სიჭინავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც სახე აქვს ნიღბით დაფარული და ზუგდიდის მერიასთან პიროტექნიკას ისვრის.
"გუშინ გამოვედი იზოლატორიდან ბევრმა იცით, დღეს დემონსტრაციულად, საჩვენებლად იმისა, რომ არ ვემორჩილები და არანაირი პატიმრობის არ მეშინია, ისევ გამოვიყენე პიროტექნიკა!
დაუმორჩილებლობა გრძელდება', — წერს მარიამ სიჭინავა.
აქციაზე ნიღბის ტარებისთვის და ფეიერვერკის გამოყენებისთვის მარიამ სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი აქვს გაფორმებული. სახის დაფარვისთვის სამართალდარღვევა 2000 ლარით ჯარიმდება, ხოლო პიროტექნიკის გამოყენება – 5000 ლარით.