9:55 PM
საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო აქციის მონაწილე თანამშრომლები მენეჯმენტთან ღია ეთერის მოთხოვნით შევიდნენ
www.auf.ge -
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, ისევე როგორც სხვა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

მსვლელობის დაწყებამდე, აქციის ის მონაწილეები, რომლებიც საზოგაოდებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არიან, არხის მენეჯმენტთან შესახვედრად შევიდნენ — ისინი ითხოვენ კონკრეტულ პასუხს, იმასთან დაკავშირებით, დაუთმობს თუ არა პროტესტის მონაწილეებს ღია ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს.

განახლება: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციის მონაწილეებს დღეს ღია ეთერი არ დაუთმო, თუმცა ხვალ მოლაპარაკება შესთავაზა.




ნანახია: 36 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: mzia amaghlobeli, პოლიტიკა, netgazeti, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მზია ამაღლობელი, ბათუმელები, უსამართლო სასამართლო, sazogadoebrivi mautskebeli, mzia amaglobeli, მედია, ნეტგაზეთი, politika, batumelebi, media, usamartlo sasamartlo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]