ომბუდსმენის ოფისთან აქცია მიმდინარეობს — აქციის მონაწილეებმა ადგილზე არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები მიიტანეს
სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები მიიტანეს, რომელიც მათი თქმით, კანცელარიაში უნდა ჩააბარონ, რათა ლევან იოსელიანმა ნახოს, რომ არჩევნები ნამდვილად გაყალბდა.
"იოსელიანმა თქვა, რომ სისტემური არ იყო წამებაო, ასევე არ სჯერა რმ გაყალბდა არჩევნები, რადგან მისთვის არავის სამხილი არ მოუტანია. მე გავიარე ისფედში, ეს არის ისფედის ანგარიშები, რომელსაც კანცელარისსი დავუტოვებ და ასევე მოვუტანე, მხოლოდ ერთი კოალიციის მიერ შეგროვებული მასალა, რომელსც დავუტოვებ, შეისწავლოს და გაგვცეს პასუხი გაყალბდა თუ არა არჩევნები, შემდეგ ეუთო/ოდირის ანგარიშიც დაგუგლოს და ისე ნახოს, გაყალბდა თუ არა არჩევნები," — განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს, სადაც წერია, რომ "ის არის რეჟიმის და არა სახალხო დამცველი."
"გულისტკივილით ვამბობ, რადგან აქ ერთ დროს ვმუშაობდი და ეს აპარატი ყოველთვის იყო ხალხის უფლებების სადარაჯოზე. სამწუხაროდ, ეს ადამიანი გახდა ამ რეჟიმის დამცველი არა სახალხო. 2 ისეთი განცხადება გააკეთა, რომლის პატიებაც არ შეიძლება- ერთი ის, რომ წამება არ ყოფილაო სისტემურიო და აგერ მოვიტანეთ, ნაწამები ადამიანების სურათები და მეორე არჩევნების გაყალბებაზე, ჰაერიდან მოტანილიაო და აგერ მოვუტანოთ საჩივრები და მტკიცებულებები, ჯამში 40 კილოა და ვაპირებთ კანცელარიაში ჩავაბაროთ", — აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.