9:57 AM
რიკოთის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, დაზიანდა 4 ავტომანქანა — ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია
www.auf.ge -
26 თებერვლის ღამეს, რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

"ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 63 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: რიკოთის უღელტეხილი, transportis modzraoba, დიდთოვლობა, tovly, zvavi, tovli, რიკოთი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, rikotis ugheltekhili, ტრანსპორტის მოძრაობა, ზვავი, თოვლი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]