საია: "მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა "ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო"
მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა "ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც, — ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საიას ცნობით, მზია ამაღლობელს სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელების და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ მან შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. 4 თებერვლიდან მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივამედში" იმყოფება.