2:54 PM დიდთოვლობისგან დაზარალებული იმერეთის დასახმარებლად Facebook-ჯგუფი "იმერეთის დასახმარებლად" შეიქმნა | ||||||||||||
"ამ ეტაპისთვის, იმერეთის 150 სოფელი დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. გაბნეულად იდება იმერეთის სოფლებიდან ინფორმაცია — ვინ საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას. ჯგუფი შექმნილია, რათა შეაგროვოს იმერეთის სოფლებში მცხოვრები ადამიანების საჭიროებები; თავი მოუყაროს საჭირო რესურსს; იპოვოს მოხალისეები, რომლებიც შეძლებენ სოფლებში რესურსების მიტანას ადამიანებამდე". იმერეთის დახმარებაშიც ჩაერთო კლუბი "თეთნულდი", მათი თქმით ყველაზე რთული მდგომარეობა ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ზესტაფონის და ხარაგაულის სოფლებშია და აქედან დაიწყებენ მობილიზებას. "რადგანაც იმერეთში იგივე მდგომარეობაა, რაც გურიაში, კლუბი "თეთნულდი" აპირებს, მოხალისეობრივად დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენი ფინანსური და ფიზიკური რესურსი ამ ეტაპზე არც ისე დიდია, თუმცა გვაქვს დიდი ცოდნა და გამოცდილება, მსგავს სიტუაციებში მუშაობის. გთხოვთ, გამოგვეხმაურეთ ადამიანები, ვისაც გაქვთ სპეციალური აღჭურვილობა და მეტ-ნაკლებად, იცით მსგავს სიტუაციაში გადაადგილების წესები. ეს ორი დეტალი მნიშვნელოვანია. ყველაზე რთული მდგომარეობა ამ ეტაპზე (გავრცელებული ინფორმაციით) ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ზესტაფონის და ხარაგაულის სოფლებშია. ადგილობრივებს სჭირდებათ გზის გაწმენდა და მედიკამენტები", — წერს სოციალურ ქსელში არჩილ გეგენავა. მიმაგრება: სურათი 1
|
|