7:26 PM
ჯარიმებზე საჩივრების განხილვის ვადა შსს-მ 1-დან 3 თვემდე გააგრძელა – ადვოკატი / jarimebze sachivrebze gankhilvis vada shss-m 1-dan 3 tvemde
www.auf.ge -
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული ჯარიმების საჩივრების განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გააგრძელა.

"ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა. დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს 1-თვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს. შესაბამისად, კიდევ 2 თვით გადაიდება თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც". - წერს მიგინეიშვილი Facebook-ზე.

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ აქციაზე გზის გადაკეტვისთვის მიღებული ჯარიმა მან შსს-ში გაასაჩივრა და 12 მარტს ფოსტით მიუტანეს დადგენილება, რომლითაც, მისი თქმით, ეცნობა, რომ საჩივრის განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გაგრძელდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.


ნანახია: 93 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: archevnebi 2024, utskveti aqcia, archevnebi 2025, უწყვეტი აქცია, არჩევნები 2024, უწყვეტი პროტესტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის, არჩევნები 2025 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]