ვინ იქნებიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე?- თამაშების განრიგი ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფი სრულად დაკომპლექტდა- საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ესპანეთი იქნება.
ჩვენი ჯგუფის მონაწილეებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
პირველი მატჩი: საქართველო-თურქეთს-4 სექტემბერს სახლში უმასპინძლებს. მეორე მატჩი: კვლავ სახლში 7 სექტემბერს ბულგარეთის წინააღმდეგ გვექნება, მესამე მატჩი კი ესპანეთთან 11 ოქტომბერს ეპანეთში გველოდება. მეოთხე მატჩში ჯვაროსნები თურქებს 14 ოქტომბერს სტუმრად ეწვევიან. რაც შეეხება განმეორებით მატჩებს ესპანეთთან და ბულგარეთთან: ესპანელებს 15 ნოემბერს საკუთარ მოედანზე, ხოლო ბულგარეთს სტუმრად დავუპირსიპირდებით.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში ითამაშებენ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ტურნირს სამი ქვეყანა – აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.