1:29 PM
პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს 112-ის კამერების დაზიანებისთვის 3-3 წელი მიესაჯათ
www.auf.ge -
პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე გასული წლის დეკემბერში ერთნაირი — ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა მათ 112-ის კამერების დაზიანებას ედავებოდა. უწყების განცხადებით ზარალი 12 100 ლარია.

მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომ დაკავებულები პირობითი სასჯელით გაეთავისუფლებინათ და ზარალის ანაზღაურება დაჰკისრებოდათ.

პუბლიკას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და ზარალის ანაზღაურებისთვის მზად იყვნენ — მოსამართლე ლილი მსხილაძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა და ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმ ფაქტით, რომ "მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა" და სასამართლო გათვალისწინებულ შეღავათებს არ გამოიყენებს.

"რაც შეეხება სასჯელს, სასჯელთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ და ამგვარ სიტუაციებში არ უნდა იქნას გამოყენებული ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) გათვალისწინებული შეღავათები, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ინტერესების.

ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, მოგეხსენებათ, უფლებამოსილია 50-ე მუხლთან დაკავშირებით და ამ უფლებამოსილების გამოყენება მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

[...] იქიდან გამომდინარე, რომ არ ხართ ნასამართლევი, მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ მინიმუმი, 3 წელი საკმარისი იქნება, რომ ამ სასჯელის მიზანი იქნას მიღწეული," — მოსამართლის სიტყვას პუბლიკა ავრცელებს.

პუბლიკას ინფორმაციით, ადვოკატებმა საქმის განხილვისას მოსამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით შუამდგომლობა შესთავაზეს — რადგან ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ, დაასახელეს დანაშაულში თანამონაწილეები და წარსულში არ არიან ნასამართლევი მათი სასჯელი 1/3-ით შემცირებულიყო, ხოლო დანარჩენი ნაწილი პირობით სასჯელად მოეხადათ.

— — — პირადი მოსაზრება და არა ონ.ჯი-სგან, ჩემი აზრია — დედის ტ**ნა დიქტატურას და არ გავაჭაჭანებთ ამ ქვეყანაში ამ ნაბო..ებს, თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს!


ნანახია: 61 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: აქცია, დაკავება, უსამართლეები, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, უსამართლო მოსამართლე, სინდისის პატიმრები, უსამართლე, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, უსამართლო სასამართლო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]