მწერალი, ესეისტი, ლიტერატურათმცოდნე და ჟურნალ "არილის" რედაქტორი მალხაზ ხარბედია ( malkhaz kharbedia ) გარდაიცვალა
50 წლის ასაკში ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ჟურნალ "არილის" რედაქტორი, ლიტერატურათმცოდნე, ესეისტი და "ღვინის კლუბის" ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა.
"წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა — გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია, ქართველი მწერალი და ლიტერატურისმცოდნე, "არილის" რედაქტორი და მასულდგმულებელი ძალა", — წერს ჟურნალი "არილი" სოციალურ ქსელში.
მალხაზ ხარბედია სამჯერ აქვს აღებული ლიტერატურული პრემია "საბა":
2007 წელს ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა კრებულისთვის "პირადი ბიბლიოთეკა";
2015 წელს ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა წიგნისთვის "ტექსტი და სიმართლე – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები".
2021 წელს — "საბა" ჟურნალ "არილს", ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.