ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა NATO-ს სამიტზე მიიწვიეს
უკრაინა NATO-ს სამიტზეა მიწვეული, რომელიც 24-25 ივნისს ჰააგაში გაიმართება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. / "ჩვენ გვქონდა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან. NATO-ს სამიტზე მიგვიწვიეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია," — განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან Zoom-ით საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა თავის კოლეგებთან ერთად სამიტის შესაძლო შედეგებზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, 2 ივნისს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. წყაროების ცნობით, დელეგაციების შემდეგ შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმებები ჯერ არ არსებობს. მხარეებმა პატიმრების გაცვლაზე იმსჯელეს, შედეგები კი ოფიციალურად გამოცხადდება.
რუსული მედია: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მოლაპარაკებების დასაწყისში განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივებს, მათ პოზიციებს, ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის დაკავებულთა გაცვლას და ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრისთვის მზადებას.