10:49 AM
მიაგნეს მოლეკულას, რომელიც კიდურების რეგენერაციაში მონაწილეობს / miagnes molekulas, romelic kudurebis regeneraciashi monatsileobs
www.auf.ge -
აქსოლოტლები (Ambystoma mexicanum) წარმოუდგენელ უნარს ფლობენ — მათ კიდურებისა და ორგანოების რეგენერაცია შეუძლიათ. მეცნიერებს აინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა სხეულის ნაწილების აღდგენა ადამიანებშიც, ამიტომ მათ კვლევა ჩაატარეს. ბიოლოგთა გუნდმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლეკულა აღმოაჩინა, რომელიც აქსოლოტლის რეგენერაციაში მონაწილეობს. ის მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხეულის დაკარგული ნაწილი ხელახლა სწორად გაიზარდოს. ეს მოლეკულა, სახელად რეტინმჟავა, აქსოლოტლის სხეულში გრადიენტულადაა განლაგებული. ასე რეგენერაციულ უჯრედებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კიდურის რომელ ნაწილშია ტრავმა. რაც უფრო ახლოსაა ტრავმა მხართან, მით უფრო მაღალია რეტინმჟავის დონე და დაბალია იმ ფერმენტისა, რომელიც მას შლის. ეს თანაფარდობა კიდურის სიგრძის მიხედვით იცვლება. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სწორედ ამ ბალანსს აქვს გადამწყვეტი როლი ისეთი რეგენერაციული უჯრედების "პროგრამირებაში", რომლებიც ტრავმის ადგილას გროვდება. თუ აქსოლოტლი რეგენერაციის პროცესში ზედმეტ რეტინმჟავას გამოყოფს, მაჯის ნაცვლად, შესაძლოა, მთელი მკლავი გაიზარდოს. თეორიულად, ადამიანის სხეულსაც აქვს მსგავსი მოლეკულები და უჯრედები, თუმცა ისინი ამ სიგნალებზე სრულიად სხვაგვარად რეაგირებს. შედეგად, რეგენერაციის მაგივრად ნაწიბურებს ქმნის. "თუ ჩვენს ფიბრობლასტს ისე 'დავაპროგრამებთ', რომ რეგენერაციულ სიგნალს მოუსმინოს, სხეულის ნაწილებს მარტივად აღვიდგენთ. მან კიდურის გაზრდა უკვე იცის, რადგან ეს ეტაპი ყველამ გავიარეთ", — ამბობს ბიოლოგი ჯეიმს მონაჰანი — "მომავალში, შესაძლოა, ჭრილობები ნაწიბურების გარეშე შევიხორცოთ ან თითი ახლიდან გავიზარდოთ. გამორიცხული არაა, ოდესმე ისეთი დიდი კიდურები აღვიდგინოთ, როგორიც მკლავია". კვლევა გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა. თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერე


ნანახია: 36 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: რეგენერაცია, ScienceAlert გაიგეთ მეტი: ბიოლოგია, Riverpark Aquatics, მოლეკულა, Nature Communications, Ambystoma mexicanum, ორგანოები, Northeastern University, კიდური, აქსოლოტლი, რეტინმჟავა, მედიცინა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]