სანქციები, ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვა და "ოცნების" მიერ EU-ს დემონიზაცია - ჰერჩინსკი საქართველოს შესახებ განსახილველ 3 საკითხს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ 23 ივნისს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ მსჯელობას გამართავენ - პაველ ჰერჩინსკი იმ სამ ძირითად საკითხს ასახელებს, რომელზეც, სავარაუდოდ, წამყავნი ევროპელი პოლიტიკოსები დახურულ კარს მიღმა ისაუბრებენ.
დიპლომატის განცხადებით, სავარაუდოდ, განხილვის ერთ-ერთი საგანი "ქართული ოცნების" მიერ "ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაცია და დემონიზაცია" იქნება. რაც შეეხება მეორე და მესამე საკითხს, ჰერჩინსკის განმარტებით, სავარაუდოა, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა შესაძლო სანქციების შემოღებაზე და ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვაზე იმსჯელონ.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზეგ, 23 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ეს არის მათი ყოველთვიური საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, და ისინი კვლავ განიხილავენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ რაც სურთ. ზუსტად არ ვიცი რა იქნება დღის წესრიგში, მაგრამ მომზადების ეტაპზე, დაბალ დონეზე — ელჩების დონეზე — გამართული დისკუსიებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ალბათობით წევრი სახელმწიფოები სამ საკითხს განიხილავენ:
პირველი საკითხია — ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასა და დემონიზაციაზე, რაც ხდება საქართველოში და, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ხორციელდება ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ.
მეორე საკითხია — ადამიანის უფლებების დარღვევის გამო შესაძლო სანქციების შემოღება.
მესამე საკითხია — უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის საკითხი, რომელიც ქართველებისთვის მოქმედებს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა.
მაგრამ უნდა დაველოდოთ ორშაბათს, და გთხოვთ, ეს კითხვები ორშაბათს ლუქსემბურგში დაუსვათ უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტს." - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.