11:20 AM
ალბი კორძაია: ამ წამს დამირეკეს, თქვენს მიმართ დაწყებულია სამართალწარმოებაო, რა ცინიზმია
www.auf.ge -
სამოქალაო აქტივისტი, ალბი კორძაია წერს, რომ მის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, სამართალწარმოება დაიწყეს.

კორძაია მიიჩნევს, რომ ეს არის ცინიზმი, რადგან პირიქით, ის არის დაზარალებული და მის წინააღმდეგ მოხდა სამართალდარღვევა.

ამ წამს დამირეკეს, ზურაბ გირჩის სასამართლოს დროს ჯიხურიდან რომ მომხსნეს და მტენეს მანქანაში, თქვენს მიმართ დაწყებულია სამართალ წარმოება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამოო, რა ცინიზმია ღმერთო.

ნახევრად მეძინა, ეხლა დავურეკავ და ვეტყვი ვინც არის სამართალდამრღვევი, გოგოების ცემა-ტყეპა რომ გასდით სულ ასე არ იქნება,- წერს კორძაია.

ჯიხურის გოგოებზე თავიდან არ ვბრაზობდი, მოწმეებად ვერ წამოვალთო, შემეცოდნენ, ეშინიათ მეთქიი.
ეხლა უკვე ვბრაზობ.
შემიძლია სასამართლოზე სიმართლე დავამტკიცო, და იმის გამო რომ სხვას იმისიც კი ეშინია რომ სიმართლე თქვას, ამას ვერ ვაკეთებ და უნდა გამასამართლონ თავიანთი ცრუ მოწმეების ხარჯზე.
აი, ეს არის ჩვენი ქვეყანა.


ნანახია: 26 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: სამართალდარღვევა, სამოქალაქო აქტივისტი, ცინიზმი, albi kordzaia, დაზარალებული, ალბი კორძაია, ცემა-ტყეპა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]