ბუბა – უძინართა მზე / Booba (Jujebi, Graffity) - Udzinarta Mze
მისამღერი : .. რიმ დარირო (რიმ დარირო) რამ დარირო (რამ დარირო) დაი რაი რაი რაი რარიროო) დარარაიი რაი რამ დარიროო (დარარაიი რაი როო). გამარჯობათ კარგად ხართ, ისედაც გეტყობათ ჩემი სევდიანი სახე ალბათ არც ერთს არ გეცნობათ ჩვენც არაგვიშავს,შეიძლება ითქვას. მომისმინეთ გადმოგცემთ უბრალო ხალხის სიტყვას… ერთხელ მაინც გიფიქრიათ უბრალო ხალხი როგორ ცხოვრობს? რომ ცხოვრობდნენ რა უჭირთ, იქ ყველა ცოცხლობს… იქ ყოველდღე ან რაღაცას ან ვიღაცას ვკარგავთ ვწერთ მხოლოდ ტკივილზე, ფურცელზე ტკივილს ვმალავთ. იქ არავის არ სჯერა ხვალინდელი დღის, იქ არც მზე ამოდის, იქ აღარც წვიმს… უბრალო ხალხის ცრემლი, უბრალო ხალხის სახე უბრალო ხალხს უჭირს, მე ჩემი თვალით ვნახე… იქ სადაც გავიზარდე ყოველთვის ციოდა იქ სადაც ბავშვი შიმშილისგან ტიროდა, შემომხედეთ თვალებში, დაინახავთ მის ტკივილს ის ბავშვი გაიზარდა, ახლა უკვე აღარ ტირის! მისამღერი.. ვაგრძელებ ისევ თემას დავასრულებ მერე წავალ აქ ფერებს რომ ვუყურებ ემოციებს ვეღარ ვმალავ, იქ ჩვენთან ფერები არის მხოლოდ შავ–თეთრი იქ სადაც ბედნიერი ვერ იქნება ვერც ერთი. პატარასაც დიდსაც იქ აწუხებს ერთი ფიქრი, იქ ყველას ტკივილს თითქმის აქვს ერთი შიფრი წადი კითხე ნებისმიერს, გეტყვის რომ არაუშავს იქ არავინ არიცის კარგად ყოფნა რას ნიშნავს! იქ შავი თეთრისგან არაფრით არ განსხვავდება, იქ ხალხი ვერ იძინებს მაშინ როცა ღამდება იქ ყოველდღე ვიღაცას ან კლავენ ან ჭრიან იქ წითლები შავებს უსამართლოდ სჯიან. იქ ხალხიც ბერდება უფრო ადრე, ვიდრე აქ შენ რა გადარდებს?! საფიქრალი რა გაქ იცი უბრალო ხალხი სიმშილს ძილით იკლავს შენ ამას ვერ წარმოიდგენ, შეიძლება ითქვას… იქ ხალხის სიყვარულს ვერ იყიდი ფულით, იქ ღმერთის რწმენას დაატარებს ყველა გულით იქ ანათებს ღამე, უძინართა მზე იქ სადაც დავიბადე მე! მისამღერი.. (არასოდეს არაფერი არ მოიპარო, სიმშილით რომ კვდებოდე მაინც, იცოდე, სხვისი არაფერი შეგშურდეს მამა, და იცოდე, ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც, ამიტომ იოლად ნურავს ნუ გაიმეტებ) | |
| |
ნანახია: 1818 | | |
სულ კომენტარები: 0 | |