EXCLUSIVE - ექსცესი (მუზა და მემო) & ამპულა - ნუ მთხოვ / Excess (Muza, Memo) & Ampula - Nu Mtkhov


ექსკლუზივი, არ დევს არც ერთ საიტზე!
სხვაგან გადატანის შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოთ ამ გვერდის ამ ამ მასალის ბმული.


ნაწილი 1.
რა უნდა მას ვინც დღეს მართალს ვერ იტანს
ბევრი ფული, ბოზი სული, მტერიც ბევრი ჰყავს
ის დგას თავის ბნელეთში გვიხმობს
რას გვიყურებს, ჩვენგან რას ითხოვს

მაგრამ ვიცი ბევრია ვინც წყნარად ზის, ტკბილი ერია,
ნელია ცხოვრება მისთვის, ძაან ძნელია!
ერთს გვთხოვს ვანახოთ მონობა ბოზებს
წუხს ყველა, ქუხს ყველა, ხოცავენ და დუმს ყველა!

დიდი ნორმით, ოქრო-ვერცხლი - ფული ვისია?
ფული ვისია?! და დიდზე დიდი ასო ვისია?
სხვისია! არ აიღო, დაუტოვე თესლს, ბღავის ბევრს!
დამაცადეთ, ვეტყვი ძმებს ხო.

ვინ რას მოგცემს, საქმე-საქმეზე რომ მივა.
სითბო გვინდა, წვიმს, და ოოჰ, რა მაგრად ცივა!
ცივა, ვდგავარ, ყინავს, ჩვენ კი შველას ველით!
მოდით, ხედავთ გელით
და გამოგვიწოდე ხელი!

მისამღერი:
შემომხედე გთხოვ,
მოდი ნუ მარიდებ თვალს..
ნეტა რას გიშავებ სთქვი
მე ხომ ჩემთვის ვცხოვრობ
არავის ვერჩი

რად მანახებ ცუდს,
ნეტავ რად მიმძიმებ სულს,
მე ხომ არც ვგმობ, არც ვთმობ, არაფერს არ ვთმობ,
არც ფულს, არც სულს, არაფერს არ გთხოვ.

ნაწილი 2.
და ეს სწორია, მე რომ ვამბობდი, ბევრი ღორია,
და როდია, არავის არ ჰქონდა, მე რომ მგონია.
მგონია დღეს, ნახავენ დღეს ფულს და მონებს
კარგი ცხოვრების მისაღებად, მიიღებენ ზომებს.
ჰო ზომებს, ბედავს, სულ ყველას ჩეხავს,
ჩვენც ვხედავთ, იმედის გულს ნელა ბერავს.
გაბერეთ! გაბერეთ! იქნებ გაგვიმართლოს ხვალ
იქნებ სიკვდილამდე გვაცადონ და არ დაგვადონ ქვა.
და ჩვენ გვწამს, ამისი გვწამს,
ლამაზი წამის, დაკარგულ ჟამის
და რაც არ უნდა დამიტოვო, ვნახავ ბევრს,
და მერე არასდროს შემეშლება, ვნახავ ძმებს.
მშვიდობა უნდა ღორებს,
ხურდა არ უნდათ მონებს,
გვეძახის, ვუყურებ მათ და მონებს გუდავს
ყველაზე, ყველაზე დიდი ლოდი მომაქვს სცენაზე
და რას მთხოვ?! ნუ მესმის აქ! ტირილი შველაზე!..

მისამღერი:
შემომხედე გთხოვ,
მოდი ნუ მარიდებ თვალს..
ნეტა რას გიშავებ სთქვი
მე ხომ ჩემთვის ვცხოვრობ
არავის ვერჩი

რად მანახებ ცუდს,
ნეტავ რად მიმძიმებ სულს,
მე ხომ არც ვგმობ, არც ვთმობ, არაფერს არ ვთმობ,
არც ფულს, არც სულს, არაფერს არ გთხოვ.

ნაწილი 3.
ვერა და ვერ ვხვდები საით გავყვე გზას,
ყველა მკბენს, ყველა მგლეჯს, ყველა მთხოვს მონობებს.
მაინც ვერ ვხვდები, რას მთხოვთ რას?
გინდათ რომ ღვთის ფეხით გავყვე გზას?
რას ამბობთ თქვენ ვერ ხვდებით მას,
რატომ გევხართ ბრმას, ანდა რატომ კბენთო სხვას.
გამშორდი გთხოვ, თორემ მოგცემ ომს,
დაგანახებ ღალატს, სწორს და დიდ ომს,
შენ კი რწმენას მთხოვ, მე არ მესმის ბრმის,
გიყურებთ და ვერ ვხვდები, ვინ სად ზის?..
მოგსტყვნიათ ცხოვრება, ბევრს ნუ მთხოვთ,
მაინც ვერ ნახავ გზას, სჯობს ჰგავდე მძორს,
დაგტოვებ აქ მე კი გავუყვები გზას შორს
და დამიჯერე დრო მოვა და გადარჩენას სხვას სთხოვ.
წლები ნელა გავა,
ბევრი ნელა წავა,
ჩემი მთვარე ამოვა
შენი კი ნელა ჩავა.

მისამღერი: (2-ჯერ)
შემომხედე გთხოვ,
მოდი ნუ მარიდებ თვალს..
ნეტა რას გიშავებ სთქვი
მე ხომ ჩემთვის ვცხოვრობ
არავის ვერჩი.

რად მანახებ ცუდს,
ნეტავ რად მიმძიმებ სულს,
მე ხომ არც ვგმობ, არც ვთმობ, არაფერს არ ვთმობ,
არც ფულს, არც სულს, არაფერს არ გთხოვ.




კატეგორია: ქართული | დაამატა: nikolozqartveli (2015-07-06)
ნანახია: 2150 | ტეგები: eqscesi, nu mtxov, Excess, ampula, excess lyrics, nu mtkhov, muza da memo, ექსცესი, მუზა და მემო, ამპულა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]