Acrodermatitis Enteropathica / ენტეროპათიური აკროდერმატიტი (ბავშვებში)
ენტეროპათიური აკროდერმატიტი (ბავშვებში) - ავტოსომურ-რეცესიული დაავადება, რომელიც გამოწვეულია ნაწლავში შეწოვის დარღვევით; ბავშვებში ვლინდება შემატებითი საკვების დანიშვნისას.
ენტეროპათიური აკროდერმატიტი - ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადებას საფუძვლად უდევს თუთიის ნაკლებობა, რაც გამოწვეულია საკვებთან თუთიის არასაკმარისი მიღებით ან ნაწლავში მისი შეწოვის დარღვევით. თუთიის დეფიციტი აქვეითებს მრავალი ფერმენტის აქტიურობას და იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, განსაკუთრებით კი ნახშირწყლებისა და ცილების. ენტეროპათიური აკროდერმატიტი - კლინიკური სურათი. დამახასათებელია ვეზიკულური, პუსტულოზური, ბულოზური დერმატიტის განვითარება კიდურების დისტალურ ნაწილებზე, ასევე სხეულის ბუნებრივი ხვრელების ირგვლივ; ხშირია ალოპეცია, წარბებისა და წამწამების დაცვენა, ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაზიანება, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ფაღარათი, სტეატორეა). დროთა განმავლობაში ვითარდება ჰიპოტროფია, მეორადი ჩირქოვანი ინფექცია; ბავშვები ჩამორჩებიან ზრდაში. ენტეროპათიური აკროდერმატიტი - დიაგნოზი დასტურდება სისხლში თუთიის დაბალი შემცველობის დადგენით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ნაწლავის შეწოვის დარღვევის სინდრომთან, დერმატიტთან. ენტეროპათიური აკროდერმატიტი - მკურნალობა. ინიშნება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი ადრე დაწყებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. ენტეროპათიური აკროდერმატიტი - პროფილაქტიკა – კვების წესების დაცვა ბავშვის ასაკთან შესაბამისობით. ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები თემატურად მომიჯნავე სტატიები საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება გაფრთხილება დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988 მასალის წყარო: MedGeo.Net - სამედიცინო ინტერნეტ ქსელი |
რეიტინგი: 5.0/1 |
Счетчики: 1816 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |