ბავშვთა დაავადებები -პოლიომიელიტი / bavshvta daavadebebi - poliomieliti
პოლიომიელიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებითა და შედეგად კიდურებისა და სხეულის კუნთების დუნე დამბლის განვითარება
- დაახლოებით 5-10%-ში ვლინდება დაავადების განვითარების სიმპტომები - არის 3 ფორმა აბორტული (გრიპის მაგვარი მიმდინარეობით) არაპარალიზური (ასეპტიური მენინგიტი) პარალიზური (სხვადასხვა სიმწვავით და აღდგენით) - ვრცელდება დაბინძურებული საკვებითა და ნივთებით.. - 90%ში ასიმპტომურად მიმდინარეობს. 5%-ში-ცხელებით.1%-ში ასეპტიური მენინგიტით.1%ში 2-5 დღიანი ცხელების შემდეგ ვითარდება პარალიზური პოლიომიელიტი. - პოლიომიელიტი საეჭვოა არაიმუნიზირებულ პირებში, (განსაკუთრებით ბავშვებში) ცხელებით,თავის ტკივილით,მენინგიზმით. - დიაგნოზი ისმება კლინიკური ანამნეზით,თავზურგტვინის სითხის გამოკვლევით,იმგ და კტ-თი.ასევე ანტისხეულების ტიტრით და ვირუსის იზოლირებით ექსკრემენტებიდან. სინონიმები: - მწვავე ეპიედემიური პოლიოიმელიტი (acute anterior poliomyelitis) - ჰეინე-მედინის დაავადება - ბავშვთა მწვავე სპინალური დამბლა - ინფანტილური პარალიზი - პოლიო მიზეზები: - პოლივირუსის, რომელიც მიეკუთვნება ენტეროვირუსების გვარსა და პიკორნავირუსების ოჯახს. ხელშემწყობი ფაქტორები: - განვითარებად ქვეყნებში დაავადების გავრცელების მიზეზი შეიძლება იყოს ვაქცინის დეფიციტი და არასრულფასოვანი იმუნიზაცია. - ღარიბი სოციალურ ეკონომიური სტატუსი. - ხანდაზმული ასაკი თუ არ არის იმუნიზირებული - ორსულობა - ახლადჩატარებული ტონზილექტომია - დაზიანებული B ლიმფოციტები. ასაკი: - 5წლამდე - 20-40წელი ძირითადად. სქესი: - მამრობითი>მდედრობითი გავრცელება: აღდგენა და ლეტალობა: - საშუალოდ 2-6თვეში - ვაქცინამდელ პერიოდში ლეტალობა იყო 5-7% - ლეტალობას ძირითადად ადგილი აქვს პირველ 2კვირის განმავლობაში - ბულბალური პოლიომიელიტის დროს სიკვდილიანობა შეიძლება იყოს 50%-ზე მეტ შემთხვევაში პოსტპოლიომიელიტური სინდრომი - ადგილი აქვს მწვავე დაავადებიდან საშუალოდ 27წლის შემდეგ - დაზიანებული კუნთთა ჯგუფის ფუნქციური გაუარესება - ტიპიური ეტაპობრივი გაუარესება კლინიკური სურათი: მწვავე, პროგრესირება, ასიმეტრია, პროქსიმალური მოტორუოლი ნეირონების სისუსტე, თანდათანობით გაუარესება ზემო სასაუნთი გზები მოვლენებისა და ცხელების პროდრომის შემდეგ. ნაკლებად მნიშვნელოვანია ბულბარული მუსკულატურის შეზღუდვა. სიმპტომები: აბორტული პოლიომიელიტი-არასპეციფიური დაავადებაა, გვხვდება 4-8%-ში. კლინიკურად მსგავსია ვირუსული ინფექციებისა და გაივლის 1-2დღეში. დამახასიათებელია: - ყელის ტკივილი - დაბალი ცხელება - თავის ტკივილი - საერთო სისუსტე - ანორექსია - ღებინება - მუცლის ტკივილი - ყაბზობა ასეპტიურ მენინგიტი ვითარდება დაინფიცირებულ ადამიანთა 1-5%-ში და გაივლის 5-10დღეში: დამახასიათებელია: ჩამოთვლილ სიმპტომებს დამატებული - კისრის და ზურგის კუნთების რიგიდობა - მიალგია პარალიზური პოლიომიელიტი ვითარდება 0.1-2%-ში დამაასიათებელია: ზემოთ ჩამთვლილ სიმპტომებს დამატებული - კუნთების ინტენსიური ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და შეხებისას მომატებული მგრძნობელობა. - ყაბზობა - ქვედა მოტორული ნეირონების სისუსტე - კუნთთა ასიმეტრიული დაზიანება, რომელიც იწყება 2-5დღის შემდეგ თავის ტკივილიდან და პიკს აღწევს არაუმეტეს 3-5დღისა. - სისუსტე ჩვეულებრივ იწყება წელის არიდან, შემდეგ ერთვება გულმკერდის არე და შემდეგ კისრის არე. ბულბალური ფორმის დროს ხდება კრანიალური ნერვების(IX,X,ხშირად VII წყ.ნერვების) ბირთვების დაზაიანება.ბულბალური სისუსტე შემთხვევათა 10-20%-ში მანიფესტირდება, როგორც გაორებული მხედველობა, ღეჭვის და ყლაპვის გაძნელება,ხდება რბილი სასის,ენის პარეზი,სუნთქვის გაძნელება მეტყველების დარღვევა ან სახის კუნთების სისუსტე. ვარიანტები: - პრედომინანტური სპინალური - პრედომინანტური ბულბალური: ყლაპვის გაძნელება, მეტყველების გაძნელება, ცხვირში ლაპარაკი. - ბულბოსპინალური - ავტონომიური დისფუნქცია დამახასიათებელი: სულხუთვა, გულის ფრიალი, მყარი ორთოსტატული ჰიპოტენზია. - ენცეფალიტი მენტალური სტატუსის ცვლილებებითა და კრუნჩხვებით: იშვიათია, და დამახასიათებელია სისუსტე, ლეთარგია, კუნთთა ტონუსის დაქვეითებადა რიგიდულობა დიფ-დიაგნოზი: - ტრანსვერსული მიელიტი - დიფტერია - მწვავე პოლირადიკულონეიროპათია - გიენ-ბარის სინდრომი დიაგნოზი: - თავზურგტვინის სითხის ანალიზი: ლიმფოციტური პლეოციტოზი(<200-500უჯრედი/მმ3) ასეპტიური მენინგიტით. უმნიშვნელო მატება პროტეინების (<150მგ/მლ), გლუკოზა-ნორმა. პროტეინების დონის მატება უფრო დამახასიათებელია გიენ-ბარის სინდრომისა და ტრანსვერსული მიელიტისათვის. - პოლიოვირუსი უნდა გამოიყოს პსრ-ით ლიქვორიდან, ხახის ნაცხიდან, ფეკალიებიდან. - ვირუსის გამოყოფა ნერწყვიდან ხდება ავადობის 1-3-4 დღის მანძილზე, ხოლო განავლიდან 20დღის შემდეგ. - თუ ვირუსი არ აღმოჩნდა ქსოვილებში, დამხმარედ შესაძლებელია გამოვიყენოთ შრატის სეროლოგიური ანალიზი(4-ჯერ მატება IGM-ის) - ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ანალიზი-შედარებით მგრძნობიარეა, მაგრამ არასპეციფიური პარალიზური პოლიომიელიტისათვის. - ელექტრომიოგრაფია და ნერვული გამტარობის გამოკვლევა, რომლის საშულებით ხორციელდება დაზიანებული ნერვის მიელინიზაციის შესწავლა. მკურნალობა: არაფარმაკოლოგიური მკურნალობა - ვენტილაციისა და ჰიდრაციის უზრუნველყოფა - ადრეული მობილიზაცი და სავარჯიშოები _საწოლში პაციენტისთვის კომფორტის შექმნა. მწვავე ფაზის დროსს საჭიროა პაციენტის მდგომარეობა შეიცვალოს იშვიათად, ერიდოს ხშირ მოძრაობებს. კანის მოვლა გულმკერდი და თავი დახრილი უნდა იყოს 20-25 გრადუსით. .დაავადების მწვავე ფაზაში განსაკუთრებით 1კვირა უკუნაჩვენებია კუნთშიდა ინექცია და ქირურგიული ჩარევა, რადგანაც მან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების პროგრესირება - ტემპერატურის კონტროლი. ტემპერატურის ნორმალიზებამდე აუცილებელია მოსვენებული მდგომარეობა. სპეციფიური ანტივირუსული მკურნლობა არ არსებობს. - აბორტული ფორმის დროს: ანალგეზია, სედაცია და დიეტა. - 2თვის შემდეგ ჩონჩხ- კუნთოვნი სავარჯიშოები. - არაპარალიზური და საშუალო სიმძიმის დაავადებისას მკურნალობა შესძლებელია სახლის პირობებში. - შარდის ბუშტის პარალიზის დროს ხდება საშარდე გზების კათეტერიზაცია და შესაძკლებელია პარასიმპათიკური სტიმულატორის გამოყენება, როგორიცაა bethanechol - ვენტილაციის გაუარესებისას დადებითი წნევით ხელოვნური ვენტილაცია. პროგნოზი: - აბორტული და არაპარალიზური ფორმის დროს ხდება სრული აღდგენა. - პარალიზური დაავადების დროს აღდგენა ხდება სხვადასხვა ხარისხით. - ნაწილობრივი დამბლის დროს აღდგენის შანსი მეტია. - ტოტალურად პარალიზებული კუნთთა ჯგუფი კი ცუდად აღდგება. - თუ ცირკულაციური და რესპირაციული ცენტრის დამბლა მოხდა, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. - 80%-ში აღდგენა ხდება დაავადებიდან 6თვის განმავლობაში, - სიკვდილიანობა 5%-ზე ნაკლებია. იგი უმეტესად გვხვდება 40წლის ზევით დაავადების პირველი 2კვირის განმავლობაში პრევენცია: - პირველადი პრევენცია იმუნიზაცია. საქართველოს ჯანდაცვის საიმნისტრო გვირჩევს, რომ ბავში აუცილებლად უნდა აიცრას OPV ვაქცინი|თ საქართველოშო მოწოდებული აცრის კალენდრის მიხედვით. (2,3 და 4თვეზე 18 თვეზე და რევაქცინაცია 5წელზე) - ორალური პოლიომყელიტის მასობრივი აცრები მინიმუმამდე ამცირებს ენტეროვირუსებით გამოწვეულ ეპიდემიებს. გამოყენებული ლიტერატურა: - Arya SC.A case of vacaine-associated paralytic poliomyelitis Paediatr Child Health 2000.36:408-11 - Poliovirus Infections.AAP2000 Red Book:report of the committee on infeqtious diseases. 25-th edition.American Academy of Pediatrics 2000 - Morag A,Ogra PL.Enteroviruses.In:Berhman RE,Kliedman RM,JensenHB,eds Nelson textbook of pediatrics,16-th edn:Philadelphia:WB Sounders 2000,chapter 243 - Mandell GL,Benneft JE,Dolin R(eds).principles and plactices of infectious deseases,5-th edn. New York 2000. მასლა მოგვაწოდა ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ,,პედიატრმა” |
რეიტინგი: 5.0/2 |
Счетчики: 3138 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |