უშვილობის მიზეზი / ushvilobis mizezi
საქართველოში დემოგრაფიული პრობლემა დღითიდღე აქტუალური ხდება. ზოგი ამას უსახსრობას, ბევრი დაბინძურებულ გარემოს, ბევრიც ათასგვარ მიზეზს უკავშირებს. როგორც ანდროლოგი დავით ოთხმეზური ამბობს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქართველებისთვის სექსის კულტურის უქონლობაა.
თუ რატომ იმატა იმპოტენტ მამაკაცთა რიცხვმა, რატომ არ სურთ უშვილო მამაკაცებს ექიმთან მისვლა და როგორ უნდა დაიცვათ თავი უნაყოფობის საფრთხისგან, ამაზე სწორედ დავით ოთხმეზური გვესაუბრება. – ბატონო დავით, რატომ მოიმატა საქართველოში უნაყოფო მამაკაცების რიცხვმა? – როდესაც წყვილი უშვილო იყო, რატომღაც ამაში ქალს ადანაშაულებდნენ და მას უნდა ემკურნალა. როცა მედიცინა განვითარდა და, ასე თუ ისე, სექსის კულტურამ დაიწყო ჩვენში ფეხის მოკიდება, ქალს მეტ-ნაკლებად აღარ ადანაშაულებენ და მამაკაცებმაც დაიწყეს საკუთარი თავის კვლევა. აღმოჩნდა, რომ დღეს, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ მამაკაცების მიზეზით არ ჰყავთ წყვილებს შვილი. მთავარია, დადგინდეს მიზეზი და მკურნალობაც შესაბამისი დაინიშნოს. – მამაკაცების უნაყოფობის მთავარი მიზეზი რა შეიძლება გახდეს? – მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული მოშლილობა, გენეტიკური დარღვევა, ინფექციური და ვენერიული დაავადებები, ბავშვობაში გადატანილი ყბაყურა, ბოტკინი და სხვა. ყველაზე ხშირად კი უშვილობის მიზეზი მამაკაცებში გადატანილი ვენერიული დაავადებები ხდება. – გართულებული ფორმით გადატანილი ყბაყურა შეიძლება, მამაკაცის უშვილობის მიზეზი იყოს? – როდესაც ყბაყურა გართულებული ფორმით მიმდინარეობს, ამ დროს სათესლე ჯირკვალში ვითარდება ბრონქიტი. თუ ორივე ჯირკვალში ბრონქიტი განვითარდა და ანთებითი პროცესი დაიწყო, ამის შემდეგ განაყოფიერების შანსი ნაკლებია. ამიტომ არის, რომ ყბაყურის დროს მშობელმა შვილს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. საერთოდ, მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 13-დან 64 პროცენტში სათესლე ჯირკვლებში ანთება ყბაყურის დროს უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სწორედ ეს ხდება უშვილობის მიზეზი. აი, ვენერიული დაავადებები კი ნელნელა იწვევს პოტენციის დაქვეითებას, საბოლოო ჯამში კი – უშვილობას. საკმაოდ საშიშია ჰორმონალური, გენეტიკური და ენდოკრინული დაავადებებიც. მამაკაცები მსგავსი პრობლემებით ექიმს უკიდურეს მომენტში მიმართავენ. ეს პრობლემების სიმწვავეს კიდევ უფრო ამძიმებს? – ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ვაჟს ცოლი მოჰყავს და მერე უკვირს, შვილი რატომ არ მყავსო. არადა, თუ ჯირკვალი პარკში არ არის მოთავსებული და ზემოთ არის, როგორ შეიძლება, შვილი ჰყავდეს?! თუმცა ამ პრობლემების მოგვარება ბავშვობაში არ არის რთული. ეს პედიატრმა უნდა ნახოს და დისპანსერიზაცია მოახდინოს. საერთოდ, ვაჟებს დედებმა ადრეული ასაკიდან უნდა მიაქციონ ამ კუთხით ყურადღება. თუ დაბადების მომენტში ჯირკვალი პარკში არ არის, ეს პედიატრმა უნდა შეამჩნიოს და შემდეგ დანიშნოს ჰორმონალური მკურნალობა. მოზრდილ ასაკში ოპერაცია აუცილებელია. დაახლოებით 30 წელია, ანდროლოგად ვმუშაობ და ათიდან ხუთი მამაკაცი სრულიად ჯანმრთელი იყო ხოლმე. დღეს კი ათიდან სამი თუ იქნება ამ კუთხით ჯანმრთელი. ესეც კი იშვიათობაა. ესე იგი, სიტუაცია გაუარესდა? – მართალია, სიტუაცია ამ კუთხით გაუარესდა. იმატა ინფექციურმა დაავადებებმა. სხვათა შორის, კომუნისტების დროს პროფილაქტიკა და მკურნალობა გარკვეულწილად სათანადო დონეზე იყო. მამაკაცი მიდიოდა ექიმთან და უამბობდა, ვისთან, როდის და როგორ იცხოვრა. ეს ვალდებულებაც იყო. თუმცა დღეს მაინც მგონია, რომ მიზეზი ეკოლოგიურად გაუარესებული გარემო, არასრულფასოვანი კვება და სექსის კულტურის არქონაც არის. – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისუფალი სექსი მოდაში შემოვიდა, მაგრამ მამაკაცთა პოტენციის პრობლემებმა იმატა. – ესეც პრობლემაა. ადრე ეს სფერო გაკონტროლებული იყო. ახლა კი ამის კონტროლი არ ხდება. ჩემი აზრით, ასეთი ურთიერთობები ოფიციალური და ლეგალური უნდა იყოს. მათ ექიმები უნდა აკონტროლებდნენ. ახლა ნელ-ნელა შემოდის პრეზერვატივების ხმარების კულტურა. იშვიათად შემხვედრია ახალგაზრდა, ეთქვას, პრეზერვატივის გარეშე ქალთან მიცხოვრიაო. ეს ნორმალურია. რამდენად გულახდილები არიან თქვენთან მოსული პაციენტები? – აბსოლუტურად გულახდილები არიან. თავიდან, ცოტა არ იყოს, უჭირთ უხერხულ თემაზე საუბარი, მერე კი ნელ-ნელა იხსნებიან და თავადვე ხვდებიან, რომ ექიმთან მისვლა დააგვიანეს. მოდიან ისეთებიც, რომლებიც დიდი ხანია, ნარკოტიკს იკეთებენ. აი, მათი მკურნალობა უკვე შეუძლებელი ხდება. გასულ წლებთან შედარებით, სტატისტიკურად თუ არის აღრიცხული, რამდენად იმატა მამაკაცებში უნაყოფობამ? – ბოლო 30 წლის განმავლობაში დაახლოებით ორჯერ იმატა უნაყოფო მამაკაცთა რიცხვმა. გაუარესება აშკარად შეიმჩნევა, ამას სტატისტიკაც არ უნდა. სხვათა შორის, სანამ ცოლს არ მოიყვანენ და პრობლემა არ იჩენს თავს, მანამდე არ მოდიან ჩვენთან. ქალი მოდის ჩვენთან და მას მოჰყავს შემდეგ მისი პარტნიორი კაცი. იშვიათია, თავად მოვიდნენ და იკითხონ, იქნებ, პრობლემა ჩემშიაო. ჩემი რჩევაა, სანამ მამაკაცი ცოლს მოიყვანს, მანამდე მიაკითხოს ექიმს, მოიწესრიგოს თავი და ისე გადაწყვიტოს ოჯახის შექმნა. როდესაც მამაკაცს ანთება აქვს, ის ამ ანთებას გადასდებს ქალს. მამაკაცი მკურნალობის შემდეგ იკურნება, ქალი კი, შესაძლოა, ამის გამო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, კერძოდ, მილები გადაეკეტოს. მაგრამ ეს კულტურა ჩვენში როდის დამკვიდრდება, ღმერთმა უწყის. – ახალგაზრდა პაციენტები ხომ არ მომრავლდნენ? – ჩვენთან მოდიან 17-დან და 60 წლამდე ასაკის მამაკაცები. დამეთანხმებით, ჯანმრთელი სექსისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მერწმუნეთ, მამაკაცებმა ოჯახის შექმნამდე რომ შეამოწმონ საკუთარი სექსუალური პოტენციალი და შესაძლებლობები, ამაში ცუდი არაფერია, მით უმეტეს, რომ დღეს დემოგრაფიის პრობლემა ასე აქტუალურად დგას საქართველოში. აქ სასირცხვილო არაფერია. ეს ისეთივე პროცედურაა, როგორიც ნებისმიერი ორგანოს პროფილაქტიკა. სჯობს, პრობლემას თავიდანვე შეებრძოლოთ და შემდგომ საკუთარ ოჯახში თამამად იმოქმედოთ. მასალის წყარო: სამედიცინო პორტალი MED.GE |
რეიტინგი: 3.3/3 |
Счетчики: 2956 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |