ორსულის გამოკვლევა ნაყოფის ანომალიების გამოსავლენად / orsulis gamokvleva nakofis anomaliebis gamosavlenad

ნაყოფის სტრუქტურული და ქრომოსომული ანომალიების გამოსავლენად (ნერვული ღეროს ღია დეფექტები და დაუნის სინდრომი) საჭიროა ულტრაბგერითი კვლევა და ორსულის შრატის გამოკვლევა. კვლევის მიზანს წარმოადგენს შემდეგის დადგენა:
- ანომალიები, რომლებიც იწვევენ ინვალიდობას ან შეუთავსებადია სიცოცხლესთან;
- ანომალიები, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში;

ექიმმა ზუსტად უნდა აუხსნას ორსულს ყოველი კვლევითი ტესტის მიზანი, მისი ჩატარების დეტალები, კვლევის დადებითი ან უარყოფითი შედეგების მნიშვნელობა და მკურნალობის შესაძლო ვარიანტები. საჭიროა ორსულის ინფორმირებული თანხმობა ტესტების ჩატარებაზე.


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა
რეიტინგი: 0.0/0
Счетчики: 3051 | დაამატა: nikucha | ტეგები: მედიცინა, mshobiaroba, ორსულობა, ფეხმძიმობა, medicina, orsuloba, orsuli, ორსული, fekhmdzimoba, fexmdzimoba
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]