უროლოგია - ცისტიტი / urologia - cistiti
ცისტიტი არის შარდის ბუშტის ანთება და საშარდე სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. უფრო ხშირია ქალებში, რაც გამოწვეულია ქალის ორგანიზმისათვის დამახასიათებელი ანატომიური თავისებურებებით (ქალებში შარდსადინარი უფრო მოკლე და ფართოა, ამიტომ ინფექცია უფრო ადვილად ხვდება შარდის ბუშტში).
ვინ ავადდება ცისტიტით. ცისტიტი შეიძლება დაემართოს ყველა ასაკის ქალს. სავარაუდოა დაავადების განვითარება შემდეგ გარემოებებში: • ორგანიზმის გადაცივება და განსაკუთრებით მენჯის გაცივების შემთხვევაში. საკმარისია ქალისთვის დაჯდეს ცივ ქვაზე 15-20 წუთი და ცისტიტის განვითარება (და არა მარტო ცისტიტის) გარანტირებულია. • ხანგრძლივად მჯდომარე მდგომარეობაში მუშაობა, მაგალითად როდესაც მუშაობთ კომპიუტერთან და არ დგებით სავარძლიდან 4-6 საათის განმავლობაში. • ხშირი და ხანგრძლივი შეკრულებების შემთხვევაში. თუ მიირთმევთ ძალიან ცხარე საკვებს, გიყვართ შემწვარი, მოხრაკული საკვები და არ იღებთ საკვების შემდეგ სითხეს საკმაო რაოდენობით, იზრდება ზოგიერთი უროლოგიური დაავადების განვითარების რისკი (ცისტიტი და ურეთრიტი და დროთა განმავლობაში პიელონეფრიტიც). აგრეთვე ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს: • გადატანილი უროლოგიური, გინეკოლოგიური და ვენეროლოგიური ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, გონორეა, ადნექსიტი, ენდომეტრიტი) და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ მიაქციეთ სათანადო ყურადღება თქვენს დაავადებას და ბოლომდე არ ჩაათავეთ მკურნალობა ან მკურნალობდით საკუთარი ძალებით. • ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციის კერები (კარიოზული კბილები, სხვა ნებისმიერი ქრონიკული ანთებითი პროცესები). ყველა ის მდგომარეობა, რომელიც იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას (მაგ. სპორტსმენებში ზედმეტი ვარჯიში, რეგულარული ძილის დაკლება, არასრულფასოვანი და არარეგულარული კვება, ზედმეტი სტრესი დას ხვ.). რა უწყობს კიდევ ხელს ცისტიტის განვითარებას? პირველ რიგში ყოველდღიური ჰიგიენური წესებისა და სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენის დარღვევა. • როდესაც პართნიორები უშუალოდ ანალური სქესობრივი აქტიდან გადადიან ვაგინალურზე; • როდესაც დეფეკაციის შემდეგ ქალი არასწორად ხმარობს საწმენდს (საწმენდის ხმარება საჭიროა მხოლოდ წინიდან უკან); • როდესაც ქალი მენსტრუალური ციკლის დროს იშვიათად იცვლის საფენებს. • როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ხმარობს მომდგარ და მჭიდრო ტანსაცმელს, კოლგოტკებსა და ქვედა საცვალს; • მოშარდვის არასწორი რეჟიმი. ქალმა უნდა მოშარდოს 5-ჯერ მაინც დღეში. შარდის ბუშტში ინფიცირება ადვილად ხდება მოშარდვის აქტებს შორის პერიოდის გახანგრძლივებისას. მამაკაცები იშვიათად ავადდებიან ცისტიტით და როგორც წესი მაშინ, როდესაც სახეზეა მეზობელი ორგანოების ანთება (წინამდებარე ჯირკვალი, ნაწლავები, ურეთრა, სათესლე ჯიკვალი და მისი დანამატები). როგორ გამოვლინდება ცისტიტი? ძირითადად იწყება მწვავედ – ხშირი და მტკივნეული მოშარდვით. ხანდახან ავადმყოფს ყოველ 15-20 წუთში აქვს მოშარდვის სურვილი. მოშარდვის დროს, აგრეთვე ამის გარეშე აქვს ტკივილი ბოქვენზედა მიდამოში, მოშარდვის დასაწყებად ხმარობენ გარკვეულ ძალას, მოშარდვის შემდეგ კი შეიძლება იყოს რამდენიმე წვეთი სისხლი. შარდი ხდება მღვრიე. დაავადების რთულ შემთხვევაში შეიძლება ტემპერატურის მომატება, აღინიშნება გულისრევა და ღებინება, შარდი გაუმჭირვალეა – რძის ელფერით. რას გააკეთებს უროლოგი როცა მიმართავენ მას? უროლოგი აწარმოებს ერთ გამოკვლევას (გარდა სისხლის და შარდის საერთო ანალიზისა) - ცისტოსკოპიას. შარდის ბუშტი ივსება სპეციალური სითხით და შეყავთ ცისტოსკოპი, სპეციალური ოპტიკური მოწყობილობა, რომელიც იძლევა საშუალებას დაათვალიერო შარდის ბუშტი შიგნიდან. ეს არ არის სასიამოვნო პროცედურა, მაგრამ უმტკივნეულოა, განსაკუთრებით თუ ექიმი იყენებს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. როგორ მკურნალობენ ცისტიტს. მკურნალობა: წოლითი რეჟიმი, დანიშვნაში, ჭარბი სითხე, გამოირიცხოს შემწვარი, ცხარე, სანელებლიანი და მარინადის პროდუქტები. ტარდება ანტიბაქტერიული თერაპიის კურსი, ხანდახან ინიშნება ფიზიოთერაპია. ნუ ეცდებით დამოუკიდებლად უმკურნალოთ ცისტიტს. თქვენ მიიღებთ რომელიმე ანტიბიოტიკის 2-3 აბს, რომელიც გირჩიათ მეზობელმა და გეგონებათ მოვლენები ჩაცხრა. თქვენ არ განიკურნებით, მხოლოდ გადაიყვანთ დაავადებას ქრონიკულ ფორმაში. დაავადება გაგახსენებთ თავს ახალი გაცივების ან გრიპით დაავადების შემთხვევაში და მაშინ მკურნალობა უფრო რთულია. როგორ ავიცილოთ ცისტიტი. პროფილაქტიკა გულისხმობს პირველ რიგში იმ ფაქტორების მოქმედების გამორიცხვას ან შემცირებას, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ცისტიტი, აგრეთვე ჰიგიენის ნორმების დაცვას. რ შეიძლება მჭიდრო ქვედა საცვალისა და ტანსაცმელის ხმარება, ალკოჰოლის, ცხარე სანელებლიანი საკვების მიღება. აუცილებელია სასქესო აქტის შემდეგ მოშარდვა. ჩაიცვით თბილად, ნუ გაცივდებით. თუ მჯომარე სამუშაო გაქვთ წამოდექით 1-1,5საათში 5 წუთი და გაიარეთ. თუ გაწუხებთ შეკრულობა მიიღეთ მეტი ბოსტნეული, ხილი და უხეში საკვები. იხმარეთ საფაღარათო საშუალებები და ა.შ. თუ მოგიხდათ ცხარე, შემწვარი ან დამწნილებული საკვების მიღება, დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი. დამოუკიდებლად ნუ მკურნალობთ, იყავით ყურადღებიანი თქვენი ჯანმრთელობის მიმართ. ექიმები არ იკბინებიან. მასალა მოამზადა www.med.ge - სათვის შალვა მშვილდაძემ. |
რეიტინგი: 3.0/3 |
Счетчики: 2736 | დაამატა: nikolozqartveli | |
სულ კომენტარები: 0 | |