უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
,,წყვილების უმრავლესობისთვის უშვილობა პრობლემას არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად ექვსიდან ერთი წყვილისთვის დაფეხმძიმება ბრძოლას ემსგავსება, რომელიც თორმეტი თვიდან თორმეტ წლამდე გრძელდება~, ამბობს მედიცინის დოქტორი ართურ უაისოტი, რომელიც უშვილობის საკითხით დაკავებულ ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. ,,ჩვენ ვხვდებით პაციენტებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დაფეხმძიმებას ცდილობდნენ, ამბობს ექიმი უაისორი. და დღემდე ფარხმალი არ დაუყრიათ. ჩვენს კლინიკაში იწვა ქალი, რომელსაც სხვა კლინიკებში შვიდჯერ გაუკეთდა ხელოვნური განაყოფიერება. ჩვენთან მან შეძლო დედობის სიხარული განეცადა~.
საავადმყოფოში, სადაც უაისოტი მუშაობს, წინასწარი გამოკვლევა სამი-ოთხი თვის მანძილზე გრძელდება და იწყება მარტივი, არაინვაზიური პროცედურებით ქალის რექტალური ტემპერატურის გრაფიკის შედგენა და მამაკაცის თესლის ანალიზი. არსებობს უფრო მარტივი და სხწრაფი ხერხები? რა თქმა უნდა, არსებობს და ექიმი უაისოტი, მედიცინის დოქტორ დეივიდ მელდრუმთან ერთად, რამდენიმე ტესტს გთავაზობთ. გამოიყენეთ საჭირო დრო. სქესობრივი აქტის ქრონომეტრირება მნიშვნელოვანია, როდესაც საკითხი განაყოფიერებას ეხება. სხეულის რექტალურ ტემპერატურატურაზე დაკვირვება (ჩაწერა) სტანდარტული პროცედურაა, რომელიც საჭიროა ოვულაციის დროის დასადგენად. ამ პროცესში სიზუსტის გასაზრდელად, ექიმი უაისორი გირჩევთ სახლის პირობებში გამოიყენოთ ოვულაციის დროის დასადგენი ხელსაწყოები, რომლებსაც ოვუ-ქუიქ და ოვუ-ქით ეწოდება. თქვენი სხეულის წონა ნორმამდე მიიყვანეთ. ექიმი უაისოტი გამოხატავს შეშფოთებას არასაკმარისი წონის ქალების გამო. ,,თუ ქალის წონა ნორმალურზე ნაკლებია და ცხიმის შემცველობა მცირეა, ამბობს ექიმი, მისი ჰორმონური რეგულაცია შეიძლება დაირღვეს. ამიტომ ოვულაცია არარეგულარული ხდება, ან საერთოდ წყდება~. ჭარბწონიან ქალებს ასევე აქვს განაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. 204 უშვილო ქალის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ოვულაციასთან დაკავშირებული პრობელემები განსაკუთრებით აწუხებს მათ, ვისაც აქვს 20-პროცენტიანი გადახრა ნორმალური წონიდან ამა თუ იმ მხარეს. ,,ქალს იდეალური წონა უნდა ჰქონდეს დაფეხმძიმების მცდელობამდე ექვსი-ათი თვით ადრე~, ამბობს სამხრეთ კალიფორნიის მეანობის და გინეკოლოგიის ყოფილი პროფესორი, მედიცინის დოქტორი, უილიამ ბეიტსი. მამაკაცებო, არ მიიღოთ ცხელი აბაზანა. აი უკვე რამდენიმე თაობას ცხელი აბაზანა რომანტიკულ განწყობას უქმნის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თუ მამობა გინდათ, ცხელ აბაზანაზე უარი უნდა თქვათ. ცხელ წყალს შეუძლია დააზიანოს, ან გაანადგუროს, სპერმატოზოიდები. ცხელი აბაზანა მოგადუნებთ და ლირიკულ განწყობაზე დაგაყენებთ, მაგრამ ნულამდე შეამცირებს სპერმის სიცოცხლისუნარიანობას და აქტიურობას. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ერთსაათიანი ცხელი აბაზანა ექვსი კვირით ამცირებს სპერმის განაყოფიერების უნარს. ცხელ აბაზანაზე უარი უნდა თქვათ დაფეხმძიმების მცდელობამდე ექვსი კვირით ადრე. გამოცვალეთ საცვლები. ზოგიერთი ექიმი მამაკაცებს ურჩევს, თავისუფალი (მოკრივის) საცვალი ატარონ. ისინი ვარაუდობენ, რომ მჭიდრო საცვალი ზიანს აყენებს თესლს. თავი დაანებეთ მოწევას. ეს შესაძლოა ადვილი არ არის, მაგრამ, თუ მართლა გინდათ მამა გახდეთ, ეს უნდა შეძლოთ. ,,მწეველებში მართლაც აღინიშნება სპერმის რაოდენობის და მოძრაობის უნარის შემცირება~, ამბობს ექიმი უაისოტი. დალიეთ უკოფეინო ყავა. ქალი, რომელსაც დაფეხმძიმება უნდა, წარმატებას მიაღწევს, თუ კოფეინის შემცველ ყავაზე (ან სხვა სასმელებზე) იტყვის უარს. გამოყენებითი მედიცინის ნაციონალური ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებს, რომელიც დღეში ერთ ჭიქა ყავაზე მეტს სვამენ, დაფეხმძიმების შანსი ორჯერ მცირე აქვთ. რაც უფრო მეტ ყავას სვამს ქალი, მით ნაკლებია დაფეხმძიმების შანსი. ორი სქესობრივი აქტი ერთ საათში. თესლის გადმონთხევის სიხშირესთან ერთად მცირდება სპერმის რაოდენობაც. ამის მიუხედავად, დაბალი რაოდენობის სპერმის მქონე მამაკაცებში ერთი საათის განმავლობაში მეორე თესლის გადმონთხევა მეტ სპერმას შეიცავს, ვიდრე პირველი. ეს მოსაზრება დამტკიცდა მცირე ექსპერიმენტის დროს. ერთი საათის განმავლობაში ჩატარებული ორი სქესობრივი აქტის შედეგად 25% წყვილი განაყოფიერდა. მიიღეთ რობიტუსინი (რობიტუსსინ). მედიცინის დოქტორი ჯერი ჩეკმა აღმოაჩინა, რომ რობიტუსინი ათხიერებს ლორწოს, აადვილებს სპერმის მოხვედრას კვერცხუჯრედში. მედიცინის დოქტორმა მარკ კოგანმა აღმოაჩინა, რომ გვაიფენესინი (გუაიფენესინ) რუბიტუსინის და გაცივების საწინააღმდეგო ზოგიერთი სხვა წამლის ინგრედიენტი ასევე ათხიერებს თესლს. ,,უფრო თხიერ, მოძრავ სპერმას კვერცხუჯრედამდე მიღწევის და მისი განაყოფიერების მეტი შანსი აქვს~, ამბობს ექიმი კოგანი. ექიმი ასევე ურჩევს მამაკაცებს დღეში 500 მგ ვიტამინი ჩ მიიღონ (ეს კიდევ უფრო გაზრდის განაყოფიერების შანსს). მასალის წყარო: Narkozi.Com |
რეიტინგი: 3.0/3 |
Счетчики: 2057 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |