გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

ღორის ბეტა-უჯრედების გადანერგვით დიაბეტის მკურნალობის მეთოდი შეიმუშავეს

center
რუსეთში ღორის პანკრეასის ჯირკვლის ბეტა-უჯრედების გადანერგვით დიაბეტის მკურნალობის მეთოდი შეიმუშავეს. ცხოველების ქსოვილებით მკურნალობის მეთოდი (ქსენოტრანსპლანტაცია) დღემდე არსად ყოფილა დარეგისტრირებული.

რეგისტრაცია ავსტრალიური კომპანია Living Cell Technologies-ის რუსულ ფილიალს ამ მეთოდის (Diabecell) გამოყენებისა და გაყიდვის უფლება აძლევს.

ამ ტექნოლოგიის გამოყენების დროს დიაბეტით დაავადებული ადამიანის მუცლის ღრუში ღორის უჯრედები ლაპარასკოპიულად შეჰყავთ. ამ დროს იმუნური სისტემის დაზიანების თავიდან ასაცილებლად უჯრედები პოლისაქარიდის ალგინატისგან დამზადებულ კაფსულაში თავსდება. ეს ნივთიერება უჯრედებისთვის შეუღწევადია, თუმცა საკვებ ნივთიერებებს - გლუკოზასა და ინსულინს ატარებს. მათი წყალობით გადანერგვის შემდეგ, პაციენტს იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების მიღება აღარ სჭირდება.

მომზადებულია lctglobal.com-ის მიხედვით.
რეიტინგი: 0.0/0
Счетчики: 1389 | დაამატა: nikucha | ტეგები: ქსენოტრანსპლანტაცია, ambebi.ge, Diabecell, lctglobal.com, diabeti, დიაბეტი, www.ambebi.ge, www.lctglobal.com, medicina
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...