გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

სისხლის მიმოქცევა ღვიძლში

center
ღვიძლს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ღვიძლის არტერია ამარაგებს, თუმცა ამ ორგანოში არტერიულზე გაცილებით უკეთ არის განვითარებული ვენური სისტემა, იგი კარისა და ღვიძლის ვენური სისტემებით ორ ანატომიურ-ფუნქციურ ნაწილად იყოფა, რის გამოც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ღვიძლს საკმაოდ განსხვავებული და თავისებური სისხლის მიმოქცევა აქვს. კარის ვენა მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ელენთიდან აგროვებს სისხლს და იმ ძირითად სისხლძარღვს წარმოადგენს, რომელიც ღვიძლის ფუნქციებს განსაზღვრავს.

სისხლის მიმოქცევის თავისებურებაც სწორედ კარის ვენის განსაკუთრებული დანიშნულებით არის განპირობებული - იგი, ნაცვლად იმისა, რომ სისხლი გულისკენ წაიღოს, მას კვლავ ღვიძლს უბრუნებს, ანუ კარის ვენის საშუალებით ჟანგბადით მდიდარი სისხლი ერთი ორგანოს კაპილარებიდან იმავე ორგანოს კაპილარულ ქსელში ხვდება. სისხლის მიმოქცევის მსგავსი სისტემა აქვთ თირკმელებსა და ჰიპოფიზს. კარის ვენა მჭიდროდ უკავშირდება ნაწლავებისა და სხვა ორგანოთა ვენებს, რითაც თირკმელების, კუჭის, გულისა და სხვა ორგანოთა ფუნქციებზეც ახდენს გავლენას.

წუთის განმავლობაში ღვიძლში 1500 მლ სისხლი (80% - კარის ვენით, 20% კი თირკმლის არტერიით) გაედინება. ამასთანავე, მის სხვადასხვა სეგმენტში მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოდან მომავალი სისხლი ჩაედინება. მაგალითად, მარცხენა წილში უმთავრესად ელენთის სისხლი ხვდება, მარჯვენაში კი უპირატესად მსხვილი ნაწლავებიდან წამოსული სისხლი იწმინდება და მუშავდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ღვიძლში სისხლი სხვა ორგანოებზე გაცილებით ნაკლები სიჩქარითა და ნაკადით მოძრაობს, მაშინ როცა კარის ვენაში წნევა დანარჩენ ორგანოთა ვენებზე
რეიტინგი: 5.0/3
Счетчики: 1867 | დაამატა: nikucha | ტეგები: Guli, sisxlis mimoqceva gvidzlshi, sisxli, siskhlis mimoqceva gvidzlshi, tirkmeli, medicina, gvidzli, Medicine, siskhli
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...