გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი

center
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი არის ხშირი ენდოკრინოპათია, რომელიც ხასიათდება ოლიგო-ოვულაციით, ანოვულაციით, ანდროგენების სიჭარბის სიმპტომებით, და მრავალი მცირე საკვერცხის ცისტით. ეს სიმპტომები განსხვავებულია ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი არის ყველაზე ხშირი ენდოკრინული დარღვევა რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში, ის გავრცელებულია პოპულაციის (ქალების) 4-12 %-ში, ანდროგენების სიჭარბე განსხვავებულია ეთნიკური სხვაობების შესაბამისად, ხოლო პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის გავრცელება თანაბარია სხვადასხვა რასებში.
განმარტება- 2003 -ის როტერდამის კონსესუსის მიხედვით პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოზი ისმევა თუ წარმოდგენილია სამი კრიტერიუმიდან ორი: 1) ოლიგო/ანოვულაცია 2) ჰიპერანდროგენიზმი (კლინიკური ან ბიოქიმიური), 3) პოლიცისტური საკვერცხე სონოგრაფიული კვლევით (ექოსკოპიურად), სანამ დაისმევა პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოზი უნდა გამოირიცხოს სხვა ეტიოლოგიური წარმოშობის პათოლოგიების არსებობა, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ოლიგო/ანოვულაცია ან ანდროგენების სიჭარბე: თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია (ადრენოგენიტალური სინდრომი), ანდროგენ-მასეკრეტირებელი სიმსივნეები, ჰიპერპროლაქტინემია.
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის მძიმე ფორმად მიიჩნევა საკვერცხეების ჰიპერთეკოზი და HAIRAN სინდრომი. ჰიპერთეკოზი არის იშვიათი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სტრომული თეკა უჯრედების ჰიპერპლაზიით. ასეთ ქალებს აქვთ მკვეთრად გამოხატული ჰიპერანდროგენიზმი, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით მაგ: ვირილიზაცია (კლიტორომეგალია), თმის ცვენა (ალოპეცია) მამაკაცური ტიპით ხმის დაბოხება, ამ სინდრომისთვის ასევე სახასიათოა ინსულინ რეზისტენტობა და შავი აკანტოზი. HAIRAN – სინდრომი კი იშიფრება როგორც: ჰიპერანდროგენიზმი – ინსულინ რეზისტენტობა- აკანტოზის ნიგრიკანსი (შავი აკანტოზი). ამ სინდრომის ზუსტი მიზეზები და წარმომავლობა გაურკვევებია, შესაძოა წარმოადგენდეს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის გენეტიკურ ვარიაციას.
ეტიოლოგია – პოლიცისტური საკვერცხის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მას აქვს გენეტიკური საფუძველი, მულტიფაქტორული და პოლიგენური წინასწარგანწყობა. მაგ. დებს შორის ამ მდგომარეობის გავრცელება 32-66 % -ია, დედასა და შვილს შორის 24-52 % გარკვეული კვლევებით ვარაუდობენ, რომ ეს სინდრომი გადაეცემა ავტოსომურ დომინანტური მემკვიდრეობის ტიპით ორივე სქესში. მამაკაცებში რათქმაუნდა პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი არ გვხვდება, მაგრამ იმ მამაკაცებში რომლებსაც პირველი რიგის ნათესავებს აღენიშნებათ პოლიცისტური საკვერცხე, გაცილებით მაღალია დეჰიდროეპიანდროსტერონ სულფატის რაოდენობა.
პათოგენეზი – პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს ხდება გონადოტროპინის შეუსაბამო გამომუშავება, რაც იმით გამოიხატება, რომ გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონი ასტიმულირებს მეტად მალუთეიზებელ ჰორმონს, ვიდრე ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს. დადგენილი არ არის ეს გამოწვეულია ჰიპოთალამუსის პირველადი დარღვევით თუ მეორადად სტეროიდების სინთეზის შედეგია.
თეკა უჯრედებში სინთეზირდება ანდროგენები, რაც გრანულოზაში გარდაიქმნება ესტროგენებად, თუმცა არომატაზას სიმცირის (რადგან ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის შედარებითი ნაკლებობაა, გრანულოზა უჯრედებიც ფუნქციურად ნაკლებაქტიურები არიან თეკა უჯრედებთან შედარებით) შემთხვევაში არ ხდება ანდროგენების სათანადო რაოდენობით გარდაქმნა ესტროგენად.
ინტრაფოლიკულური ანდროგენების რაოდენობის მატება იწვევს ფოლიკულების ატრეზიას.
ანდროგენების აქტივობა ასევე ცვლის ლიპიდურ პროფილს და ვითარდება ჰირსუტიზმი და აკნე. ანდროგენების ჭარბი რაოდენობა შესაძლოა მივიღოთ თირკმელზედა ჯირკვლიდანაც.
ცხიმოვანი ქსოვილის მატება, გენეტიკური წინასწარ განწყობა იწვევს ინსულინ-რეზისტენტობას.
ფოლიკულის განვითარების შეფერხება იწვევს ანოვულაციას, რასაც მოჰყვება ოლიგო- ამენორეა.
სინდრომი შეიძლება განვითარდეს ენდოკრინული სისტემის დარღვევის ნებისმიერ დონეზე. (ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, საკვერცხეები, თირკმელზედა ჯირკვალი, ფერმენტული დარღვევები).
ინსულინ რეზისტენტობა – პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს მაღალ პროცენტში ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა. ინსულინ რეზისტენტობა განისაზღვრება როგორც: გულკოზის მიმართ მოცემული რაოდენობის ინსულინის დაქვეითებული რეაქცია. ამ დროს ქვეითდება ინსულინის მგრძნობელობა ინსულინის რეცეპტორების მიმართ>
ინსულინ-რეზისტენტობა ასოცირებულია რამოდენიმე დაავადებასთან: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 , ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, კარდიოვასკულარული დაავადებები.
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი იწვევს:
• ირეგულარულ მენსტრუალურ ციკლს;
• ჰირსუტიზმი/აკნე/ალოპეცია;
• უნაყოფობა;
• მეტაბოლური დარღვევები;
• ლიპიდური პროფილის დარღვევა/გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა.
• სიმსუქნე
შორეული გართულებები:
• შაქრიანი დიაბეტი;
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
• ენდომეტრიუმის სიმსივნე.
ინსულინი და მალუთეიზებელი ჰორმონი ასტიმულირებს თეკა უჯრედებში ანდროგენების სინთეზს. შესაბამისად ტესტოსტერონის და ანდროსტენდიონის რაოდენობა იმატებს. განსაკუთრებით იმატებს თავისუფალი ტესტოსტერონის რაოდენობა ქალების 70-80 % ში. 25-65 % ში მომატებულია დიჰიდროეპიანდროსტერონის რაოდენობა. ამასთან ერთად შესაძლოა მომატებული იყოს ესტრონის რაოდენობა რაც ანდროგენების პერიფერიულ გარდაქმნას უკავშირდება (არომატაზას მეშვეობით).
სასქესო ჰორმონთან შეკავშირებული გლობულინი – პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დრის ხშირად აღინიშნება სასქესო ჰორმონთან შეკავშირებული გლობულინის დონის დაქვეითება. ამ ცილების პროდუქცია ხდება ღვიძლში და მის სინთეზს ამცირებს ინსულინი, ანდროგენები, კორტიკოიდები, პროგესტერონი და ზრდის ჰორმონი. შემბოჭველი ცილების შემცირების გამო იზრდება თავისუფალი ანდროგენების რაოდენობა. ამიტომაც ზოგ შემთხვევაში ტესტოსტერონის საერთო რაოდენობა ნორმალურია, თუმცა თავისუფალი ტესტოსტერონის დონე გაზრდილი.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს მომატებულია ანდროგენების რაოდენობა, დაქვეითებულია პროგესტერონის დონე ანოვულაციის გამო. ძირითადი მიზეზი რაც ანოვულაციას იწვევს უცნობია, თუმცა მალუთეიზებელი ჰორმონის მაღალი დონე იწვევს მენსტრუალური ციკლის რეგულარობის დარღვევას. ზოგ შემთხვევაში ანოვულაცია განპირობებულია ინსულინ რეზისტენტობით, ამიტომაც პაციენტების ნაწილში ციკლი აღდგება მეთფორმინით მკურნალობის დროს.
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს ძირითადი ჩივილებია:
მენსტრუალური ციკლის დარღვევა
შეიძლება იყოს გამოხატული ამენორეით, ოლიგომენორეით, ეპიზოდური მენომეტრორაგია (ანემიით). ქრონუკული ესტროგენური სტიმულაცია პროგესტერონით უზრუნველჰყოფს საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მუდმივ სტიმულაციას(პროლიფერაციას). ენდომეტრიუმის სისქის არასტაბილურობა კი განაპირობებს სისხლდენას (მენსტრუაციებს შორის), თმცა შეიძლება ენდომეტრიუმი იყოს გათხელებული და ასევე იწვევდეს სისხლდენას.
ოლიგომენორეა (1 წელიწადში 8-ზე ნაკლები ციკლი) ან ამენორეა (მენსტრუაციის არქონა 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი გამოიხატება მენარქის შემდგომ, თუმცა მენსტრუალური ციკლი არარეგულარულია მენარქედან პირველი 2 წელი და ეს არ ნიშნავს პოლიცისტური საკვერცხის დიაგნოზზე.

სრული ტეგები: გადამიცდა, გამონაყარი სახეზე, პოლიკისტოზი, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, პრიშიკები, საკვერცხეების პოლიკისტოზი, ფერისმჭამელები, ფერიჭამიები, ციკლის დარღვევა, ჭარბ თმიანობა, ჭარბთმიანობა, gamonayari saxeze, policistozi, policisturi sakvercxis sindromi, polikistozi, polikisturi sakvercxe, WarbTmianoba
რეიტინგი: 4.4/5
Счетчики: 6181 | დაამატა: nikucha | ტეგები: policistozi, პოლიკისტოზი, policisturi sakvercxis sindromi, polikistozi, გამონაყარი სახეზე, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, gamonayari saxeze, ფერისმჭ
სულ კომენტარები: 5
5 nikolozqartveli  
0
mimartet eqims, bodishit ver gekhmarebit, vinc iko am saitze medicinis kutkhit 2 tvea mianeba tavi da me ar vici, miakitkhet eqims!

4 ilona  
0 Spam
gamarjoba.maqvs marcxena sakvercxis kista hemoragiuli shigtavsit romlis zoma aris 4sm.mainteresebs schirdeba tu ara mas operacia da ushlis tu ara dapexmdzimebas xels?

3 ruska  
0 Spam
gamargobat,sami telia rac gatxovilivar da damidgines policistyri sakvercxe,xdeba aseti sakvercxit daorsuleba?tinastar madloba

2 tata.  
0 Spam
gamarjobat, viyavie qimtan da exom achvena sakvercxeshi polikisturi warmonaqmnebi,ukve 9 tvea gadtxovili avr da orsulad ar vrcebi da mainteresebs polikistozis mkurnalobis shemdeg daorsulebas saprtxe tu emuqrebaa?da inkurneba tu ara bolomdee es daavadebaa? winaswar didi madllobaa

1 tea  
0 Spam
dddas

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...