გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

სხეულის ბაზალური ტემპერატურა

center
ადამიანის სხეულის ბაზალური ტემპერატურა არის, სხეულის ის ტემპერატურა, რომელიც გააჩნია, ფიზიკური აქტივობის გარეშე, ანუ მოსვენებულ მდგომარეობაში. ბაზალური ტემპერატურა როგორც წესი მუდმივია და მისი გაზომვა შესაძლებელია ახალგაღვიძებულზე, სანამ ადამიანი ნებისმიერი სახის ფიზიკურ დატვირთვას მიიღებს, თუმცა გაზომვის ეს მეთოდიც არ არის აბსოლიტური. ბაზალურ ტემპერატურას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალების შემთხვევაში, ვინაიდან ციკლის პირველ ნაწილში (პროლიფერაციულ ფაზაში ) ოვულაციამდე ბაზალური ტემპერატურა ნაკლებია, ვიდრე ოვულაციის შემდგომ. ეს მეთოდი გამოიყენება კიდეც, როგორც კონტრაცეფციის საშუალება. ოვუალციის დროს ბაზალური ტემპერატურა საშუალოდ ნახევარი გრადუსი ცელსიუსით იმატებს.

ბაზალური ტემპერატურის გაზომვა, როგორც კონტრაცეპტიული საშუალება:

ქალის მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზას წარმოადგენს პროლიფერაციული ფაზა, რომელიც იწყება მენსტრუაციის წამოსვლის დღიდან და გრძელდება საშუალოდ 14 დღე, ზოგჯერ ცოტა მეტი, ზოგჯერ ცოტა ნაკლები. ამ დროს მაღალია ესტროგენების რაოდენობა, ოვულაცია აღმოცენდება საშუალოდ მე-14 დღეს, ამ დროს უკვე დამთავრებულია პროლიფერაციული ფაზა და იწყება სეკრეტორული ფაზა, ამ დროს მომატებულია პროგესტერონი(ჰორმონი), შედარებით ნაკლებია ესტროგენები, სწორედ პროგესტერონის დამსახურებაა ტემპერატურის მომატება, როგორც წესი ტემპერატურა იმატებს ოვუალაციიდან ერთ დღის განმავლობაში, თმცა შესაძლებელია მოხდეს სამი დღის ფარგლებში. თუ დაორსულება არ მოხდა, ყვითელი სხეული, რომელიც პროგესტერონს გამოიმუშავებს განილევა და ტემპერატურა ეცემა, თუ ქალი დაორსულდა, მაშინ ბაზალური მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება 3 თვის განმავლობაში. ამ მეთოდით ზოგჯერ ქალები საზღვრავენ საკუთარ ორსულობას, თუმცა ეს მეთოდი მაღალი სარწმუნოობით არ გამოირჩევა (რადგან ქალს შეიძლება ეგონოს, რომ ორსულადაა, სინამდვილეში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდა მხოლოდ რამოდენიმე დღე) + ბაზალურ მომატებულ ტემპერატურას, ორსულობის გარდა სხვა მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს (მაგ. ყვითელი სხეულის ცისტა). თუ ოვულაციიდან 18 თანმიმდევრული დღის განმავლობაში ბაზალური მაღალი ტემპერატურა შენარჩუნებულია, მაღალი ალბათბით შეიძლება ეჭვი მიტანილ იქნეს ორსულობაზე.

მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორის გათვალისწინება, როდესაც ქალი აპირებს კონტრაცეფციის მეთოდად გამოიყენოს ბაზალური ტემპერატურის გაზომვა უნდა ახსოვდეს: მამაკაცის სპერმატოზოიდს შეუძლია 4-5 დღემდე სიცოცხლე, ბაზალური ტემპერატურის მატება მიუთითებს ოვულაციაზე, შესაბამისად სანამ ბაზალური ტემპერატურა მოიმატებს, ეს პერიოდი ქალმა უნდა გამოთვალოს და მომატებამდე რამოდენიმე დღეც შეიკავოს თავი აქტისგან.

ბაზალური ტემპერატურის გამოყენება, როგორც ბუნებრივი კონტრაცეფცია გამოყენების პირველ წელს წარუმატებელია 3 ,1 % შემთხვევაში, იდეალური გამოყენების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 10 ჯერ მცირდება.

ბაზალური ტემპერატურა უნდა გაიზომოს ორალურად, ვაგინალურად ან რექტალურად.

ქალმა რომელიც ამ კონტრაცეფციის მეთოდს იყენებს უნდა აწარმოოს დღიური, რომელზეც ასახული იქნება საკუთარი სხეულის ბაზალური ტემპერატურა დღეების მიხედვით მენსტრუაციული ციკლის პირველი დღიდან მოყოლებული.

ტემპერატურა გაზომილ უნდა იქნეს ზუსტად ერთი და იმავე დროს (ამ შემთხვევაში გაღვიძებისთანავე), სანამ ადამიანი ყველანაირ ფიზიკურ აქტივობას დაიწყებს (მაგ. ხელ-პირს დაიბანს).

ქალის საშუალო ბაზალური ტემპერატურა არის 36,1- 36,8 გრადუსი ცელსიუსით დიაპაზონში. ოვულაციის შემდგომ ტემპერატურა საშუალოდ მომატებულია 36,5 -ზე მეტად რამოდენიმე დღის განმავლობაში.
რეიტინგი: 5.0/3
Счетчики: 3184 | დაამატა: nikucha | ტეგები: ტემპერატურა სწორ ნაწლავში, სხეულის ბაზალური ტემპერატურა, სიცხე საშოში, ტემპერატურა საშოში, ტემპერატურის გაზმოვა ანუსში, ტემპერატური, თერმომეტრი ანუსში
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...